ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “ჩემმა ოჯახმა საოცარი სითბო იგრძნო”

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეონარდო ბონუჩიმ დომენიკა სპორტივას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებისთვის არასდროს დამირეკავს, ეს დიდი სიცრუეა, იმასაც ვიტყვი, რომ აქეთაც არავინ დამკავშირებია პირადად.რაც შეეხება გუნდის ხასიათს, იგი აუცილებლად გაუმჯობესდება, ნელ-ნელა უფრო შევთამაშდებით და ბუნებრივია, თამაშის ხარისხიც უკეთესი გახდება.პაულო დიბალა გვაკლია, მის გარეშე თამაში ყველაზე მეტად გვიჭირს, ხაზებს შორის არგენტინელი საოცრად მოქმედებს.ნახევარდაცვაში მწვრთნელს პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა, ეს ტრავმებითაა გამოწვეული, ასამოა ლაზარეთშია, სტურარო და ლემინა ჯერ ბოლომდე მზად არ არიან, მარკიზიო კი სულ ახლახანს დაუბრუნდა მინდორს.”

“რომა ? – თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ჯიალოროსი იუვენტუსზე უკეთ თამაშობს, მე მხოლოდ შემიძლია სპალეტის მივულოცო, ლუჩიანომ გუნდს ნამდვილად შესძინა ხასიათი.სკუდეტოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება, არცერთი კონკურენტი არ აპირებს უკან დახევას, მოკლედ, თებერვალში და იანვარში სერიოზული ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს.ბუნებრივია, ტიტული იმ კლუბს დარჩება, რომელიც ყველაზე უკეთ მიიყვანს სეზონს მარტამდე.ვისი დამსახურებით გავხდი ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ? – კარლო პერონეს, ლაციოსა და ასკოლის ყოფილი მწვრთნელის.”

“მატეო ? – ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო, მადლობა მინდა გადავუხადო როგორც იუვენტუსის, ისე ზოგადად ფეხბურთის ფანებს.მატეო ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბდა, ახლა მისი მდგომარეობა საგანგაშო არაა და ჩვენც ვცდილობთ, მის სახეზე მუდამ ღიმილს ვხედავდეთ.გულშემატკივრებს ახლა იმიტომ ვუხდი მადლობას, რომ სიტუაცია გამოსწორდა, ჩემი ბიჭი გაიცნო ყველამ, არა მარტო იტალიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ჩემმა ოჯახმა დიდი გვერდითდგომა იგრნო.მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომელსაც პრობლემები აქვს, ხელი არ ჩაიქნიოთ და გჯეროდეთ, რომ სიყვარულსა და მონდომებას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაგარი ხარ ლეო, შენ შეგიძლია იუვეს ლეგენდა გახდე

sofia koniashvili
სოფო0303
7 years ago

მაგიჟებს ეს ბიჭი <3 საუკეთესოა <3

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

მხოლოდ მადლიერებით შემიძლია ვთქვა ნამდვილი იუვენტინოა

Soni
Soni
7 years ago

Roma martla karg pegburts tamashobs ubralod stabiluroba akliat da kargi gundi iqneba karg pormashia gundi nervebi meshleba ra naxevardacva yavda juves sul ramodenime wlis win da exla ra naxevardacvaas romas naxevardacva ro shechams.

jjj jjj
7 years ago

ლეონარდო ბონუჩი :love:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x