“იუვენტუსი” ხამესის შეძენას იანვარში ეცდება
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის “იუვენტუსი” ხამეს როდრიგესის დამატებას ეცდება..
კორიერე დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიანკონერებს ნახევარდაცვის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და სურთ, მადრიდის “რეალში” კოლუმბიელი ნახევარმცველის არც ისე სახარბიელო მდგომარეობით ისარგებლონ.მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, მის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლი და სამი ასისტია.ფაქტია, ზინედინ ზიდანი ხამესს სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელა განიხილავს და არაა გამორიცხული, თავად მოთამაშემ მოინდომოს კლუბის დატოვება.მიუხედავად იმისა, რომ როდრიგესს სამეფო კლუბში საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, ბებერი ქალბატონი ეცდება მუდმივი სათამაშო პრაქტიკითა და ბონუსებით მოხიბლოს მადრიდელთა ათიანი.
ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა შეხვედრა გაიმართლოს ჯუზეპე მაროტასა და მარკო ვერატის პირად აგენტს შორის.
და Football Italia ამ წყარო ჩუხჩუხაზე დაყრდნობით მოგვაწოდა ეს ინფო ))) ზამთარში კიი როგორც უსახლკარო ხალხს გოჭი არ ედება ახალ წელს სუფრაზე ისე არ მოვა იუვეში ეს ზამთარში თან )))
ამაში რეალი იმხელა თანხას მოითხოვს ესენი მაგის გადამხდელები არიან?იგუ იმიტომ იყიდეს მაგ ფასად რო პოგბას ტრანსფერი უკვე შეტანხმებული იყო და ტიფოზერია დააწყნარეს. თორე იმხელა მოგებას გამოიმუშავებს იუვე ყოველ წელს მაგის ნახევარი რომ ტრანსფერებს მოახმარონ გუნდი ლიგას-ლიგაზე დადებდა.იმიტომ იგებენ ბარსა-რეალი ყოველ მეორე წელიწადს ლიგას რო ტრანსფერებში ფული არ ენანებათ,ტიტულებით უფრო პოპულარულები ხდებიან და შესაბამისად ხაზინაც უფრო ეზრდებათ. როდესაც დიდი ამბიცია გაქვს დალიგის მოგება გინდა, რაღაცა უნდა გაიღო. ერთი ტოპ კლასის ნახევარმცველი არ იყიდეს ზაფხულში და ახლა ხან ვის დასდევენ და ხან ვის.
100 %
რა სისულელეა)) ამ ზამთარში თან)) თუ შნო ქონდათ ზაფხულში ეყიდათ) და მეტსაც გეტყვით… მომავალ ზაფხულსაც ვერ იყიდიან))
რამდენჯერ
ზღაპარიააა
ხამესი დაგვხატავდა, მაგრამ სანამ ნახევარდაცვაა ნაგავი და ლემინა სტურარო ერნანეშის იმედზე ვართ გინდა ხამესი მოიყვანე გინდე მესი
ხამესის მოყვანა არის სიბრძნის კონა
ყველაფერი კარგად არისო, მშვენივრად ვთამაშობთო მაროტა და ალეგრი ერთ ხმაში მღერიან.
რატომ ელოდებით ამხელა ფულს რომ დახარჯავენ?
დაიწყო 1000 ჭორი უკვე, ვერატი და ხამესი კი არა და ზიდანსაც ზედ დააყოლებენ
ვიცელი თუ მოიყვანეს ზამთარში ამ ჩობნებმა, ეგეც სასწაული იქნება
ვერატი ოცნებად მექცა არადა დაგვხატავდა ეგ ბიჭი
Ar minda amas ro 10 chaacvan arada micemen uechveli mara erti paqti damaviwyda ver moiyvanen
მოიყვანონ ოღონდ 10-იანი არ მისცენ.
საინტერესო ტრანფერი იქნება