ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი : “იუვენტუსში გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

ფრანგული “პსჟს” ნახევარმცველმა, ბლეიზი მატუიდიმ ტურინის “იუვენტუსის” ინტერესის შესახებ ისაუბრა..

“დიახ, იყო მომენტი, როცა მზად ვიყავი იუვენტუსში წასასვლელად.შვებულებაში ვიყავი, როცა ჩემი აგენტი დამიკავშირდა და ბიანკონერების შემოთავაზება გამაცნო, იმ დროს გადაწყვეტილი მქონდა, რომ საფრანგეთის დატოვების დრო იყო მოსული.პარიზში თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ სხვა ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.რამდენიმე დღეში პირადად გავესაუბრე უნაი ემერის, მწვრთნელმა მითხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ და სწორედ ამიტომ, წასვლა გადავიფიქრე.პსჟს პრეზიდენტს რაც შეეხება, იგი განსაკუთრებული ადამიანია და ყოველთვის სითბოს იჩენს ჩემს მიმართ.”

“ახალი კონტრაქტი ? – რატომაც არა, მიყვარს ეს კლუბი და ეს ქალაქი, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ პარიზელებმა ხელშეკრულების გახანგრძლივება ნამდვილად შემომთავაზეს, ახლა ამ ოფერს ჩემს აგენტთან ერთად განვიხილავ.იუვეს რაც შეეხება, ტურინელებს უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ჰყავთ, მაღალი დონის ფეხბურთელებით.პატრის ევრა ? – დიახ, სწორედ მას დავურეკე და ვთხოვე, ბებერ ქალბატონზე მოეყოლა ჩემთვის.თუმცა, ეს ისტორიები ახლა წარსულია, მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x