ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნაკრებებში 14 ბიანკონეროს უხმეს

ტურინის “იუვენტუსიდან” სანაკრებო შეკრებებზე 14 ფეხბურთელი გამოცხადდება..

დავიწყოთ იმით, რომ ტრავმების გამო ნაკრებებში ვერ გამოცხადდნენ ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი, კვადვო ასამოა, მარკო პიაცა და პაულო დიბალა, კლაუდიო მარკიზიომ კი სკუადრა აძურას ბანაკი კუნთის ტკივილების გამო ნაადრევად დატოვა.

ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი და დანიელე რუგანი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 12 ნოემბერს ლიხტენშტეინს დაუპირისპირდებიან გასვლაზე, სამი დღის შემდეგ კი გერმანიას გაეჯიბრებიან ამხანაგურად.სკუადრა აძურას 20 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული ემილ აუდერო, იგი გერმანიისა და შვეიცარიის ახალგაზრდულ გუნდებს დაუპირისპირდება.

მირალემ პიანიჩის ბოსნიის ნაკრები მხოლოდ ერთ მატჩს გამართავს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჰერცოგოვინელები 13 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.

ხორვატიის ნაკრებს, რომლის რიგებშიც მარიო მანჯუკიჩი გამოდის, ორი მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის.12 ნოემბერს ისლანდიასთან საკუთარ მოედანზე, 15 ნოემბერს კი გასვლა ჩრდილოეთ ირლანდიაში.

საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული პატრის ევრა 11 ნოემბერს საკუთარ მოედანზე შვედეთს დაუხვდება, სამი დღის შემდეგ კი ამხანაგურ მატჩს გამართავს კოტ დივუართან.

გერმანელი სამი ხედირა 11 ნოემბერს სან მარინოს ესტუმრება ბუნდესტიმთან ერთად, 15 ნოემბერს კი, როგორც გითხარით, იტალიას დაუპირისპირდება.

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, შტეფან ლიხტშტაინერს 13 ნოემბერს ფარერის კუნძულებთან ელის მატჩი, საკუთარ მოედანზე.

გაბონელი მარიო ლემინა ჯერ მალის, შემდეგ კი კომოროსს ეთამაშება.

მშობლიურ მაროკოს ნაკრებში გამოცხადდა მედჰი ბენატიაც, ცენტრალურ მცველს 12 ნოემბერს კოტ დივუართან, 15 – ში კი ტოგოსთან მოუწევს თამაში.

გადავინაცვლოთ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და ვნახოთ, იქ რა სიტუაციაა.ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრები, დანი ალვეში და გონსალო იგუაინი 11 ნოემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, 16 რიცხვში კი პიპიტას კიდევ ერთ იუვენტინოსთან, ხუან კუადრადოსთან მოუწევს შეხვედრა, რამეთუ ალბიჩელესტე საკუთარ მოედანზე კოლუმბიას მიიღებს.რაც შეეხება ჩვენს მარჯვენა მცველს, არგენტინის შემდეგ იგი პერუს ეწვევა.

ხუან კუადრადოს მეორე თამაშზე უკვე გითხარით, რაც შეეხება პირველს, საკუთარ მოედანზე ხოსე პეკერმანის შეგირდები ჩილეს დაუხვდებიან.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იუვესთვის ძალიან კარგია სანდროს რო არ იძახებენ, ზედმეტი გადაღლა და ტრანვები არ გვინდა კარგია მარკიზიოც რო ისვენებს,საერთოდ სანაკრებო თამაშებში დიდი ტრამვიანობაა და კიდევ რო ვინმე გაიტრანვოს ნამდვილად არ გვინდა.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

12 jer 3 saatze lokomotivze rugbs vbaleshikobt da 9 ze fexburts vbaleshikobt saqartvelooo…

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იგუაინს ნაკრებში რა უნდა, იუვეზე აღარაფერს ვამბობ :დ

Lb19
Lb19
7 years ago

ლუიში ძაან მაგარია მართლა მარა ასაკშია უკვე შეაჩვიონ სანდრო ნაკრებს ნელნელა :chuvak: მარსელოს ეხლაც ჯობს ისე

7 years ago

ალეგრის განკარგულებაში მხოლოდ 4 ფეხბურთელი დარჩა, აქედან 3 ბრაზილიელია :)

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

სატაიდიონზე მივდივართ 12 ნოემბერს ალბათ აქ მაინც უეჭველი მოვიგებთ

თორნიკე
თორნიკე
7 years ago

სანდროზე დაგინებული აქვთ რომ არ გამოიძახონ ვინ ყავთ უკეთესი მარცხნა ფლანგზე? :blin:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x