ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta | ბარძალის ტრავმა – ალეგრის საფიქრალი

ტურინის “იუვენტუსს” დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ანდრეა ბარძალი დაახლოებით ორი თვით გამოაკლდა..

35 წლის ცენტრალური მცველი 2017 წლის დასაწყისში დაბრუნდება და სულ 8 შეხვედრას გამოტოვებს, აქედან ხუთი იტალიის ჩემპიონატის იქნება, ორი ჩემპიონთა ლიგის, ერთი კი იტალიის სუპერთასის, რომელშიც ბიანკონერები “მილანს” დაუპირისპირდებიან.

კალჩოს ეგიდით ბარძალი მონაწილეობას ვერ მიიღებს “პესკარასთან”,  “ჯენოასთან”, “ატალანტასთან”, “ტორინოსთან” და “რომასთან” შეხვედრებში, ჩემპიონთა ლიგაზე კი “სევილიასთან” და “ზაგრებთან” მატჩებს გამოტოვებს.

ამ მომენტისთვის მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში სამი ჯანმრთელი ცენტრალური მცველია, ლეონარდო ბონუჩი, მედჰი ბენატია და დანიელე რუგანი, ჯორჯო კიელინის ტრავმა აწუხებს და იმედია, იგი მოედანზე სანაკრებო ბატალიების შემდეგ დაუბრუნდება.ბიანკონერების მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება სამმცველიან ტაქტიკაზე თუ ბარძალის დაბრუნებამდე გუნდს ოთხი მცველით ათამაშებს.წინ რამდენიმე სხვადასხვა ხასიათისა და მნიშვნელობის შეხვედრაა, შესაბამისად, თითოეულ მატჩში სქემამ შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve vinci per noi
juve vinci per noi
7 years ago

ბარძალიმ მაგრა მოუკლო კიელინიმაც დროა უკვე რუგანი ბონუჩის წყვილი შეთამაშდეს ამდენი ხანია იუვეშია ეგ ბიჭი და ისე იშვიათად უწევს თამაში ვერც ხვდება ალეგრი ნიჭიერია თუ არა და მითუმეტეს ვერც ხალხი ხვდება )) ნებისმიერ შემთხვევასი წელს იუვეს მაქსიმუმი ლიგაზე ჯგუფიდან გასვლა იქნება მერვედფინალს ვერ გაცდება ეს გუნდი. კატასტროფაა ნხევარდაცვაში დაცვაში ყველა სტანდარტი გოლით სრულდება უკვე . ვიდალი პოგბა პირლო მარკიზიოს მერე ერნანეში ხედირა ლემინა პიანნი ჩი ტი)))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Dააყენოს ალვეში მ ლიხშტა ან კიდე სამივე ცენტრალურო გამოიყენს ან ევრაც შეიძლება ვინმ ვერ გაქაჩავს ფლანგებს გააძლიერებს გადავა 4 მცველზე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეგეც არ მყავდეს რა ფაბიო კანავარო, საფიქრალიო :დ

მილანისტა
მილანისტა
7 years ago

ისე ეგ გაძლევთ ძაან მაგარ შესაძლებლობას.
მცველად ლიხშტას ათამაშებს როგორც წინა მატჩში, ნახმცველად ალვეშს და კუადრადოს დიბალას არყოფნაში თავდასხმაში განაწესებს ნუ შეცვლაზე მაინც, ასე რო სამივე ფლანგელი საქმეში იქნება რაღაც დოზით

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

სკუდეტოზე არ ვიცი რამდენად გაიწევს მაგრამ, იმედია მილანი ლიგაზე მოხვდება

მილანისტა
მილანისტა
7 years ago

სკუდეტო ვერა მარა ლიგაზე ღმერთმა ქნას რო გავიდეთ, კაი იქნება მილანისთვისაც, იუვესთვისაც და კალჩოსთვისაც ზოგადად

რიკი
რიკი
7 years ago

მაგარი ქინძია ალეგრი რა საფიქრალი 4 მცველზე ქვეყანა ხალხია მარა ალეგრი ახლა შედეგზე კი არა იმაზე უფრო ფიქრობს 3-5-2 როგორ ითამაშოს

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x