ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძოლა : “პირლო და პიანიჩი ერთნაირად ასრულებენ ჯარიმებს”

ჯანფრანკო ძოლამ გაზეტა დელო სპორტთან ინტერვიუში მირალემ პიანიჩსა და ანდრეა პირლოს შორის გაავლო პარალელი..

“ორივე ფეხბურთელის გოლი მაქვს სტანდარტულიდან ნანახი, შესრულების ტექნიკით ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს.სადღაც წავიკითხე, რომ ანდრეა ჟუნინიოსგან სწავლობდა ჯარიმის დარტყმას, სწორედ ბრაზილიელი იყო მირალემის კუმირი.როგორ შეიძლება ამ ყველაფრის სწავლა ? – რა თქმა უნდა, ვარჯიშით, სწორედ დაუღლელი შრომით მიიღწევა ეს შედეგი.ზოგიერთ ფეხბურთელს შორიდან უფრო კარგად გამოსდის დარტყმა, მიჰაილოვიჩი გაიხსენეთ, რაც უფრო შორს იყო ჯარიმა კარიდან, მით უფრო მეტი შანსი იყო გოლის გატანის.”

“პირლომ და პიანიჩმა კარგად იციან, როგორ შეასრულონ საჯარიმო დარტყმები, ორივე ფეხბურთელი ბურთიდან ორი-სამი ნაბიჯის მოშორებით იმყოფება, ამის შემდეგ გამორბენი და დარტყმა შორეულ კუთხეში.ანდრეა ჯარიმის შესრულების საკუთარ ტექნიკას მალადეტას უწოდებდა, მე პირადად იგივეს ვუწოდებდი პიანიჩის დარტყმებსაც.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x