დიბალა კიდევ სამ კვირას იუქმებს
“მილანთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო პაულო დიბალა ჯერაც განაგრძობს რეაბილიტაციის პროცესს..
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა : “დიბალამ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ ტრავმა სრულად ჯერ კიდევ არაა მოშუშებული.ამჟამინდელი მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება მივცეთ, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში რეაბილიტაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.”
არგენტინელი ფორვარდი სავარაუდოდ “პესკარასთან”, “ჯენოასთან” და “სევილიასთან” მატჩებს გამოტოვებს.
ე ბიჭო მაგის დროა ეხლა? დროზე მოიხოდე დროზე