ანგელიჩი : “იუვენტუსს ბენტანკურის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვს”
“ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტმა, დანიელ ანგელიჩიმ ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტურინის “იუვენტუსი” როდრიგო ბენტანკურის გამოსყიდვას აპირებს..
“რამდენიმე დღეში მილანს ვეწვევი და იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გავმართავ.სასაუბრო თემა ბენტანკურის მომავალი იქნება, ვიცი, რომ ბიანკონერებს მისი გამოსყიდვა აქვთ გადაწყვეტილი.დარწმუნებული ვარ, საერთო ენას გამოვნახავთ, იტალიელებს ფეხბურთელის უფლებთა პაკეტზე გარკვეული უპირატესობაც აქვთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდრიგო სეზონის ბოლომდე ჩვენთან დარჩება.”
ტევესის გაყიდვას ეს მოყვა და კიდევ ერთი ფეხბურთელი ვადალა და სად არის რამეს მაინც თამაშობს
უნიონ დე სანტაფეში თამაშობს, არგენტინული გუნდია ))
Kaia