ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“არსენალი” და სანჩესი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

ლონდონის “არსენალს” ალექსის სანჩესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საერთო ენის გამონახვა უჭირს..

ჩილელ ფეხბურთელს მეთოფეებთან ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება და ჯერ-ჯერობით, მხარეები მის გახანგრძლივებას ვერ ახერხებენ.როგორც სჩანს, 27 წლის მოთამაშეს დიდად არ მოსწონს ლონდონური კლუბის სამომავლო პერსპექტივა და გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს.სანჩესის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” და მანჩესტერ “სიტი” იჩენენ, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ მომენტში ჩაერთონ მოლაპარაკებებში.ბიანკონერებს ალექსისის შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, როცა იგი “უდინეზეს” შემადგენლობაში გამოდიოდა, თუმცა ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო არ განხორციელდა, ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ იქნება ჯუზეპე მაროტას ქმედება წარმატებული.

სანჩესის სავარაუდო ღირებულება 60 მილიონი ევროა, იგი “არსენალში” კატალონიის “ბარსელონადან” გადაბარგდა.

წყარო : Football Italia

29 thoughts on ““არსენალი” და სანჩესი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

  1. ადმინ რატო არ ახლდება იმფორმაციები???რამე პრობლემა აქ საიტს???დიდი გულშემატკივარი ვარ ამ საიტის და გულდასაწყვეტია,რომ საიტმა იმ ტემპით აღარ იმუშავოს როგორც ადრე,მეგობრებო ეგებ ისევ ააგუგუნოთ საიტი როგორც იყო??? :juvee:

  2. ძალიან დიდი ბოდიშის მოთხოვნით მივმართავ ადმინისტრაციას… გთხოვთ ბოლო შედეგები განაახლეთ ხოლმე, თორე ამ ბოლო დროს აგვიანდება და ცუდად ხვდება თვალს!!!

  3. მოკლედ ეს იუვეს ხელმძღვანელობა ვის ყიდულებენ ვინ უნდათ ან საერთოდ ვინ იყიდონ თვითონ არ იციან, ხან ვიტსელი, ხან სანჩესი. და რა ვიცი რამდენი ჩამოვთვალო.

    1. და სად წერია აქ რომ ხელმძღვანელობა ყიდულობს? რაც გაზეთში დაიწერება ყველაფერი მაროტას კი არ უნდა დავაბრალოდ

  4. იუვეს პრობლემა არის ნახევარდაცვაა… ნახევარდაცვაა მთავარი თანამედროვე ფეხბურთში, შეხედეთ არგენტინას.. თამაშის სცენარს ქმნიან ნახევარმცველები. ამ წამს რომ გვყავს ეგეთი ძლიერი თავდასხმა კალჩოპოლის შემდეგ არ გვყოლია. ნახევარდაცვას უნდა მიხედონ

  5. ბერო დიდი ბოდიში შენთან მაგრამ აზრს 60 70 ლიმონად ვინ მოგყიდის ეგ ხო ფანტასტიკის სფეროა??? დაჟე სპილბერგი ვერ მოიფიქრებს ეგეთ რამეს. ერთი ნორმ ცენტრი უნდა გუნდს კროოსი ან ვინმე ეგეთი სტილის მე ნაინგოლანიც მომწონს მაგრამ არ გადმოვა აი ჰიგუანის არ მწმას და რა ვქნა ბელოტი რო მოიყვანონ ეგ უფრო გაამართლებს ეგრე მოგნია

  6. კარგია სანჩესი მაგრამ ამ ეტაპზე გამთამაშებელი გვინდა ან მარცხენა შემტევი მაგალითად აზარი და შეიძლება აზარზე ჩალიჩი ასე დაახლოებით 60-70 ლიმონად ამასთ მოაყოლონ დე შილიო, ვიტსელი, რომანიოლი და ბელოტი + ბენტანკური და კინი ძირითად გუნდში დაიმატონ და მეტი აღარავინ გვინდა
    გაუშვან – ევრა, ლიხშტაინერი, ჰერნანეში, სტურარო, ასამოა, მანძუკიჩი

    ————————–ბუფონი————————

    ალვეში———–ბონუჩი———–რომანიოლი——-სანდრო

    ———–პიანიჩი——–მარკიზიო———-ვიტსელი——-

    —————–დიბალა————–აზარი—————

    ————————–იგუაინი————————-

    სათადარიგო
    მეკარეები: აუდერო, ნეტო
    მცველები: კიელინი, რუგანი, ბარძალი, დე შილიო, კვადრადო, მატიელო
    ნახევარ მცველები: ხედირა, ლემინა, ბენტანკური, კასტანოსი
    თავდამსხმელები: პიაცა, ბელოტი, კინი.

    1. რომანიოლი იუვეს ფეხბურტელი გახადეთ უკვე? :დ:დ, ამაზე ნიჭიერი ბიჭი გყავთ რუგანი მაგრამ უაზრო მწვრთნელი რო გყავთ მაგიტომ დალპა და გაფუჭდა სკამის ხეხვით :დ

  7. სანჩესი მაგარია მაგრამ ნახევარცველი უფრო გვჭირდება ვიდრე თავდამსხმელი ამიტომ ხამესზე გადაერთონ ბოლომდე ჯობს . . .

  8. დიბალა-იგუაინი-სანჩესი მგონია ბარსელონას თავდასხმასაც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ხოლოთ იმ პირობით თუ შეტევას ითამაშებენ და ეს ტრიო დაცვაში არ იდგება იტალიურად.რაც შეეხება ნახევარდაცვას აქაც აუცილებელია ერთი სერიოზული იგროკის დამატება,ძაან მაღალი დონის რათქმაუნდა და არა ასამოა,ლემინა.დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი ნაინგოლანს და ვინმეს კიდე სამხრეთ ამერიკიდან პრსპექტიულს და ეს იქნება ლიგის გუნდი და არა ნახევარსეზონა ხედირა და არასტაბილური პიანიჩი.მეკარე-ბუფონი,დაცვა მარცხნიდან მარჯვნივ-სანდრო-კიელო-ბონუჩი-ალვეში,ნახევარდაცვა-პიანიჩი-მარკიზიო,ნაინგოლანი.თავდასხმა-სანჩესი-იგუ-დიბალა.ესაა ასნავნოი.ზამენა-ბენატია,რუგანი,ბარძალი,ევრა,ლიხშტა.ხედირა,ლემინა,ბენტანკური.პიაცა,მანჯუ,კუადრადო

  9. AR gamishvia aravin, zapakosta araa dibalas da piacas konkurenti, darches dibalac da piacac da iyos konkurecia, konkyrencia ro araa dges gundsgi mitoa cudi situacia, me mgonia ro berardi dibalas jobia da mitoa sastavshi da ara imito ro gavushvi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.