ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩის მამა : “მას ჯარიმების შესრულების მისი სტილი აქვს”

მირალემ პიანიჩის მამამ, ფარუდინ პიანიჩმა საკუთარ ვაჟზე გაზეტა დელო სპორტთან ინტერვიუში ისაუბრა..

“მირალემს რთული ბავშვობა ჰქონდა, არეულობა, ომი, ამ დროს ფეხბურთზე ფიქრი თითქმის შეუძლებელი იყო.იგი თავს ბონსიელად თვლის, თუმცა ჩვენი მეორე სახლი ლუქსემბურგია.ნებისმიერ გუნდში, რომელშიც უთამაშია, მწვრთნელის ნდობას იმსახურებდა და ნელ-ნელა იმკვიდრებდა თავს ძირითად შემადგენლობაში.ტურინში გადასვლის შემდეგ მის წინ ოდნავ განსხვავებული ამოცანები დადგა, მაგრამ ვფიქრობ, ახლანდელი სიტუაციით იუვეს ფანები უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ, განსაკუთრებით კიევოსთან გოლის შემდეგ.ტურინული გრანდი ზუსტად ჩემს ვაჟს ჰგავს, ამბიციური და ყოველთვის გამარჯვებაზე დაგეშილი გუნდია.იგივე სიტუაცია რომაშიც იყო, ჯიალორისიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, სეზონის სტარტი ყოველთვის კარგი აქვს, მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება.”

“პოზიცია ? – ეს ალეგრის გადასაწყვეტია, მას შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერი როლი მოირგოს, მცველების წინ, გამთამაშებლად, ფორვარდების უკან და ასე შემდეგ.ჯარიმებს რაც შეეხება, მას ფეხბურთში საჯარიმო დარტყმის საკუთარი სტილი აქვს.ბავშვობაში სულ ცდილობდა, ზუსტი დარტყმა ესწავლა, მიზანს მაინც მიაღწია.11 წლის ასაკში მირალემი ლუქსემბურგის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, შემდეგ იგი მეტსის ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა და მისით მოიხიბლა.რაც შეეხება ეროვნული გუნდის არჩევას, ბოსნია გულით იქნა არჩეული, ეს ყველაზე მთავარია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
7 years ago

1 სატიბილური ნახევარცმცველი ჭირდება ამას გვერძე და თავდასხმამ კიდე ერთი ადგილი უნდა გაანძრიოს ცოტა თორე არაფერი გამოვა.ასეთი ტიპის ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს თანაგუნდელების უაზრო თამაში.ზუსტად მასე იყო პირლოც.რანაირად უნდა გაგიკეთოს პასი როდესაც არ მოძრაობ და ლოქოსავით ერთ ადგილას გდიხარ.აგრეთვე ვაფშე არ უხდება ამ გუნდს ეს ტაქტიკა.

მაქს
მაქს
7 years ago

პირლოცო?! :chuvak: ძმა შენ ჩემზე უკეთ გემახსოვრება პირლომ რა გაგვიკეთა მარტოკამ, ბოლო-ბოლო ვუჩინიჩი-მატრი ჰყავდა პირლოს, რომლებიც მანჯუკას 1/9იც არ არიან…. პირლო იმიტომ იყო პირლო რომ მარტოს შეეძლო თამაშის მოგება, პიანიჩი კიდე არცაა პირლოსთან შესადარი.

lasha naxucrishvili
7 years ago
Reply to  მაქს

არ ვიცი რა გაიგე ჩემი ნათქვამიდან მარა ის რო ამ 2 ფეხბურთელს ვახსენებ არ ნიშნავს იმას რო ერთმანეთს ვადარებ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კიდე ბევრს გაიტანს მჯერა და ისეთ თამაშში როგორც.კიევოსთან იყო ქულებს მოგვიტანს და საკმაოდ ბევრ კარგ შედეგებს დადებს გუნდში მე ასე მჯერა :forza:

Soni
Soni
7 years ago

Tvini gaiburga amis jarimit erti gaitana ra(sgvanairad ar gaigot gio shens statias ar vgulisxmob ratqmaunda)

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x