ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “იუვენტუსი პიაცას ჯანმრთელობას უფრთხილდება”

მარკო პიაცას საფეხბურთო აგენტმა, მარკო ნალეტილიჩმა მისი კლიენტის მომავალზე ტუტოსპორტთან ინტერვიუში ისაუბრა..

“ექიმი არ ვარ და შესაბამისად, მარკოს ტრავმას დეტალურად ვერ შევაფასებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ იგი სათამაშოდ ასი პროცენტით მზად არაა.იუვენტუსი ელის იმ მომენტს, როცა პიაცა ბოლომდე გამოჯამრთელდება და მაქსიმალურად უფრთხილდება მოთამაშის მდგომარეობას.დამიჯერეთ, მასიმილიანო ალეგრი ახალი წლის შემდეგ ძალიან აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ფეხბურთელს.დიბალას ტრავმის გათვალისწინებით ჩემი კლიენტი გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდებოდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ იგი ვერ თამაშობს.მანჯუკიჩი და პიანიჩი პატარა ძმად მიიჩნევენ პიაცას, მათთან ერთად ადაპტაციის პროცესი კიდევ უფრო მარტივდება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x