ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “მეორე ტაიმში მეტი ყურადღება გვმართებდა”

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ლიხტენშტეინთან სტუმრად მოგებული შეხვედრა შეაფასა..

“ორი სხვადასხვანაირი ტაიმი ჩავატარეთ, გუნდი მინდორზე სწორი განწყობით გავიდა და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.მეორე ნახევარში ისეთი აგრესიულები არ ვიყავით, როგორც პირველში, შეგვეძლო კიდევ რამდენიმე გოლი გაგვეტანა, თუმცა მოვეშვით და ბურთის ფლობაზე გავაკეთეთ აქცენტი.ეს შეხვედრა გაკვეთილი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, არ შეიძლება ყველაფრის პირველ ტაიმში დასრულება.გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და მის სათამაშო ფილოსოფიას ნელ-ნელა ვეცნობით, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია წარმატებებისა.”

“რომანიოლი ? – ამ ასაკში მილანსა და იტალიის ნაკრებში რომ თამაშობ, უკვე ბევრს ნიშნავს, ალესიო უნიჭიერესი ფეხბურთელია.პარალელურ მატჩებს რაც შეეხება, ისრაელმა მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ამიტომაც, არ უნდა მოვდუნდეთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x