ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირასა და იტალიელების იოლი გამარჯვებები ნაკრებში

ბიანკონერებმა ეროვნულ ნაკრებებში საკუთარი შეხვედრები ჩაატარეს..

სამი ხედირას გერმანიამ სან მარინო 0-8 გაანადგურა, ბუნდესტიმი 12 ქულით საკუთარ ჯგუფში პირველია.ტურინელი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მეშვიდე წუთზე მასპინძლების განადგურებას ჩაუყარა საფუძველი.იოჰამ ლიოვმა ცენტრალური ნახევარმცველი 77′ წუთზე შეცვალა.შემდეგ შეხვედრას გერმანელები იტალიასთან გამართავენ, მატჩს ამხანაგური სტატუსი ექნება.

2-1 მოიგო პატრის ევრას საფრანგეთის ნაკრებმა, მამლებმა შვედეთი დაამარცხეს.გამოცდილი მარცხენა მცველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.დიდიე დეშამის შეგირდებს 10 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას იკავებენ.

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ლიხტენშტეინი 0-4 გაანადგურა, გოლები ბელოტიმ, იმობილემ და კანდრევამ გაიტანეს, ტორინოს ფორვარდმა დუბლი შეასრულა.ძირითად შემადგებლობაში იმყოფებოდნენ ჯანლუიჯი ბუფონი და ლეონარდო ბონუჩი, ორივე მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, დანიელე რუგანი კი სათადარიგოთა სკამიდან არც წამომდგარა.სკუადრა აძურას 10 ქულა აქვს და ესპანეთთან ერთად პირველ პოზიციას იყოფს.

გაბონის ნაკრები მალის დაუზავდა, 0-0.მარიო ლემინამ მატჩი სრულად ჩაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო, ტურინელი ნახევარმცველი გაბონელთა ერთ-ერთი ლიდერია, იგი ათნომრიანი მაისურით ასპარეზობს.უგოლო ფრე ითამაშა მედჰი ბენატიას მაროკომაც, კოდ დ’ივუართან.ბიანკონერების მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x