ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ბუფონზე, ბენტანკურზე და ვიტსელზე საუბრობს

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა..

“იტალიის ეროვნული ნაკრების ბირთვი ძირითად შემთხვევაში ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები არიან, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მარტო მეკარეები რად ღირს, დინო ძოფსა და ჯანლუიჯი ბუფონს ვგულისხმობ.რაც შეეხება დონარუმას, მასზე არ ვფიქრობთ, ახლა ჯიჯი გვყავს და იგი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში დაიცავს შავ-თეთრ ფერებს.როცა მისი წასვლის დრო მოვა, ერთად მოვიფიქრებთ თუ ვინ გახდება ლეგენდარული ფიგურის შემცვლელი, ბუფონისნაირი კადრის პოვნა წარმოუდგენელია.ბენტანკური ? – მასზე ბევრს ვსაუბრობთ და განვიხილავთ, როგორ მოვიქცეთ.კარლოს ტევესის ბოკაში დაბრუნების შემდეგ იუვეს მის უფლებათა პაკეტზე აქვს უპირატესობა, მჯერა, იგი საინტერესო ფიგურა იქნება.არ გამოვრიცხავ, რომ როდრიგომ მომავალი სეზონი ჩვენთან დაიწყოს.”  

“ვიტსელი ?  – იგი შესანიშნავი ნახევარმცველია, ზენიტში კარგად ასპარეზობს.ვნახოთ, რის შესაძლებლობას მოგვცემს იანვრის სატრანსფერო ფანჯარა.”

წყარო : Football Italia

10 thoughts on “მაროტა ბუფონზე, ბენტანკურზე და ვიტსელზე საუბრობს

  1. არც მილანელები იყვნენ ცუდად ნაკრებში მორგებულები. დონარუმაზე ოცნება შეუძლია იუვეს, მხოლოდ ოცნება მეტი არაფერი:))

  2. იანვარი კი არა ეხლა მოიყვანე ვიტსელი ქათამო.. დეკემბერში ვერ ითამაშებს და მერე დრო დასჭირდება ფორმის აღსადგენად!

  3. გამარჯობთ როგორ ხართ იუვეს ბალეჰიკებო სამი დღე დავიკარგე ჩემი საყვარელი იუვეს საიტიდინად გადამბულად მომიწია დალევა ძვილვს ახლა ჰევძელი საიტზე ჰემოსვლა ჰემოსვლა და სიახლეების ნახვა რამდენი სანაკრებო თამაჰი გამოვტოვე არივინ იცის მარა მჰვიდად ვარ რადგან იუვეს თამაჰის დროს უკვე კარგად ფხიზელი ვიქნები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.