რაიოლა : “მაროტა დონარუმასთვის იბრძოლებს”
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” ჯიჯიო დონარუმასთვის იბრძოლებს..
ახალგაზრდა მეკარე ჯუზეპე მაროტას ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად მიაჩნია და სურს, რამდენიმე წელში იგი ბიანკონერების ფორმაში იხილოს.მართალია, როსონერი დონარუმას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უმზადებს, თუმცა ევროთასებზე ვერ გასვლის შემთხვევაში არავინ იცის, როგორ გაგრძელდება ფეხბურთელის კარიერა.ამ თემაზე მცირე კომენტარი მინო რაიოლამაც გააკეთა, ეს უკანასკნელი ჯიჯიოს პირადი აგენტია : “ყველამ კარგად იცის, რომ დონარუმა საოცარი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, შესაბამისად, იუვენტუსი, ჩელსი და მანჩესტერი ყველაფერს გააკეთებენ მის ხელში ჩასაგდებად.მაროტას ჩემი კლიენტი ბუფონის შემცვლელად სურს და ეცდება, იგი ტურინში იხილოს.ჯერ-ჯერობით კონტრაქტს 2018 წლამდე აქვს ვადა და მეკარის ხელფასი 175 000 ევროა, გალიანი კი დაგვპირდა, რომ ხელშეკრულება გახანგრძლივდებოდა.”
ეს დაივიწყეთ პერინის მიაწექით!!! და ამ რაიოლას მო…. ცოცხალ მკვდარი!!!
არ გამოუშვებს მილანი ამას
კარგი იქნება ეს მაგრამ რატომღაც ამას მე პერინი მირჩევნია ისე კი ამ ორიდან ერთერთი უნდა მოვიდეს ჯიჯის შემცვლელად.
ძლივს კაცი არ ვნახე რო პერინი ჯიჯის შემცვლელად მიაჩნდეს მაგარია პერინი ძალიან მითუმეტეს კაი დაცვა რო ეყოლება და ჯიჯი ასწავლის რაღაც-რაღაცეებს ვაფშე მხეცი იქნება. ეს თვითონ არ გადმოვა მილანელია და არამგონია მილანიდან იუვეშI წავიდეს მითუმეტეს ეს ჯიჯის გზას ვერ გაივლის მარტო იმიტო რო რაიოლა ყავს აგენტი და რაიოლა ამაზე მაგარ მაყუთებს გააკეთებს