ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე : “ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა და “პესკარას” ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, სიმონე პეპემ ტუტოიუვეს საკმაოდ ემოციური ინტერვიუ მისცა..

“ეს ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა არ იქნება, იუვენტუსში კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და არაერთი ტიტული მოვიგე.ვიყავი უმაღლესი დონის გუნდის ნაწილი და შემიძლია ვთქვა, ყოველთვის დავრჩები მათ გულშემატკივრად.ტრავმამდეც და ტრავმის შემდეგაც ხელმძღვანელობას ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია, ისინი მაფასებდნენ და სწორედ ამით ვამაყობ ყველაზე მეტად.”

“რაც შეეხება უშუალო მატჩს, კარგად ვიცი, რამდენად რთულია სტუმარი გუნდისთვის იუვენტუს სტედიუმზე ასპარეზობა, ბიანკონერები იქ საოცრებებს სჩადიან.პესკარას რთული პერიოდი უდგას, თუმცა გამოსწორების დრო და შანსი გვაქვს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გასავარდნ ზონას თავი დავაღწიოთ.ბებერი ქალბატონიდან კონკრეტულად არავის გამოვყოფდი, ყველა ფეხბურთელი საშიშია.”

წყარო : Football Italia

5 thoughts on “პეპე : “ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება”

  1. პეპე გაიტანე 1 გოლი თუ ჰეძლებ მერე იუვე სამით ან მეტით გიპასუხებს მარა ჰენ თუ ვერ გაიტან სხვას არ დაეხმარო გატანაჰი რა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.