ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “საშობაო არდადეგებს ცხრილის სათავეში უნდა შევხვდეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “პესკარასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა..

“გონსალო იგუაინი ხვალ ითამაშებს, ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა დავასვენო იგი.არგენტინელი მშვენიერ განწყობაზეა, მართალია, ფეხბურთში რთულია ყოველთვის ერთნაირ ხასიათზე იყო, თუმცა პროფესიონალებისთვის არც ესაა დიდი პრობლემა.ალბიჩელესტესთან ერთად პიპიტამ კარგი თამაშები ჩაატარა, მოიგო მნიშვნელოვანი შეხვედრა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ გაიკვალა გზა, ასეთი დღეების შემდეგ მოტივაციის ნაკლებობა მას არ ექნება.სანაკრებო ბატალიების შემდეგ დაბრუნება ყოველთვის რთულია, ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა გავიდეთ მინდორზე და არ მოვდუნდეთ, ჯერ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს კალჩოში, შემდეგ კი სევილიასთან ურთულესი გასვლა.პირადად ჩემი მიზანია საშობაო არდადეგებს ცხრილის სათავეში შევხვდეთ, ვიცი, ბიჭები ამისთვის ყველაფერს გაიღებენ.ბევრ მომენტს ვქმნით, რეალიზაცია უნდა გავზარდოთ და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.ანდალუსიელებთან ჯახი გადამწყვეტი ნამდვილად არაა, ზაგრებთანაც გველის საშინაო დაპირისპირება, მთავარია, პლეიოფის საგზური მოვიპოვოთ.პესკარა აუთსაიდერია და მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ითამაშებენ მაქსიმალური მონდომებით და ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ.”

“თავს კარგად გრძნობს მარკიზიოც, მისი და ჯორჯო კიელინის მდგომარეობა დღევანდელ ვარჯიშზე შეფასდება.ხვალინდელ შემადგენლობაში ძირითადი ცვლილებები სამშაბათს განხოციელდება, ანუ როტაციის საშუალება მაქვს, ეს იუვენტუსის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.კინი ? – მოიზე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რაც უკვე უსვამს ხაზს, რომ საოცარი ტალანტია.ვნახოთ, როგორი თამაში იქნება და იმის მიხედვით გადავწყვეტ, ვათამაშო თუ არა.მთავარი ისაა, რომ ახალგაზრდა მონდომებულია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მინდორზე გასვლა.ოდო ? – მასიმო ახალგაზრდა სპეციალისტია, მან უკვე მოიგო სერია B და დამიჯერეთ, ეს კარგი გამოცდილებაა.პესკარას რამდენიმე თამაში ვიხილე და ისინი ცუდ ფეხბურთს არ თამაშობენ, განვითარებისთვის კი დრო აქვთ.ლიხტშტაინერი ? – მასთან დაკავშირებული კითხვები უადგილოა, ხვალ შტეფანი აუცილებლად ითამაშებს.სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის სიამ არ მომცა იმის საშუალება, რომ შვეიცარიელი განაცხადში მყოლოდა, სხვა მხრივ, სიტუაცია დალაგებულია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo19
leo 1999
7 years ago

ეს კაცს შეუძლია რომ ლიგა მოგვაგებინოს

1juve
1juve
7 years ago

Konte msoflios sauketeso chempionatis tvis sauketeso mwvrtvneli gaxda, chven kide amis bodvas vkitxulobt… Rac mosuliia mis mere ertidaigive standartul komentarebs aketebs tamashamdec da tamashis merec, vitom kargi moswavle wins dgit dazepirebul gakvetils ro chaaluglugebs gakvetilze da misi azri AR gaachnia araferze isea alegri, anielis ki atyebs ise am xerxit

forza bianconeri
7 years ago
Reply to  1juve

მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი? :lool: მაყურებლების რაოდენობა ჩემპიონატის ხარისხზე არ მეტყველებს. შარშან უკეთესად რო ეთამაშა იუვეს და პირველზე გასულიყო ჯგუფში, სერია ა გაუსწრებდა პლ-ს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

,, მთავარია მერვედფინალის საგზური მოვიპოვოთ” გახვალ მეორეზე მაქს და ჩაგიდებს ყველა გრანდი :blin:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჰენ ხო არ გავიწყდება ჰეიძლება ზუსტდ მეორე ადგილზე გასვლამ გადაგვარჩინოს ძლიერ მეტოქეს მარა როცა ლიგის მოგება გინდა ამას მნიჰნელობა არ ააქ იმედაა ამაჰი მეთანხმები და თუ მანდამაინც პირველზე გინდა გავიდეს თუ თამაჰობ ტოტალიზატორს თამამად აიღე ორიანი

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

სეზონის ბოლოს ჰევაფასოთ

maradona73
maradona73
7 years ago

არ აქვს ამ კაცს გამარჯვებულის მენტალიტეტი და თუ შეე*ი რა.

სანამ ეს არ წავა დიდ წარმატებებზე ლაპარაკი უადგილოა.

როგორ წააგებინა გუნდს ბავარიასთან უაზრო ზამენებით რა დამავიწყებს :blin:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x