ბენტანკურის ტრანსფერის მცირე დეტალები ცნობილია
ნელ-ნელა ცნობილი ხდება იმ ხელშეკრულების პირობები, რომლის გაფორმების შემდეგაც როდრიგო ბენტანკური ტურინის “იუვენტუსის” მაისურს მოირგებს..
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ ბიანკონერებს ფეხბურთელის გაფორმება 9,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ და იმ შემთხვევაში, თუ როდრიგო ტურინში მინიმუმ სამი წელი დარჩება, ბონუსით სახით “ბოკა ხუნიორსი” კიდევ ორ მილიონს მიიღებს.თუ პირველივე სეზონში ურუგვაელი 10 შეხვედრას ჩაატარებს და 10 გოლს გაიტანს, არგენტინული კლუბის ანგარიშზე “იუვე” დამატებით 0,5 მილიონს ჩარიცხავს.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ “ბოკას” ხელმძღვანელობას კონტრაქტში კიდევ ერთი საინტერესო პუნქტის ჩადება სურს.იმ შემთხვევაში, თუ ბენტანკური დატოვებს ბიანკონერების რიგებს, სატრანსფერო თანხის ნახევარი არგენტინულმა გრანდმა უნდა მიიღოს.ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად დათანხმდება ჯუზეპე მაროტა ამ პირობას.
“იმ შემთხვევაში, თუ ბენტანკური დატოვებს ბიანკონერების რიგებს, სატრანსფერო თანხის ნახევარი არგენტინულმა გრანდმა უნდა მიიღოს.” ამას არ უნდა დათანხმდნენ იმედია გაამართლებს ამის ტრანსფერი
შეიძლება კარგიც იყოს ეგ პუნქტი, გაყიდვას არ დახარბდებიან.
ბოკას პრეზიდენტი ნახე რა კაცია დაჟე იმასაც მოინდომებს რო ფული გადაგვიხადეთ და პახოდუ ჩვენთან იყოსო
ბოკას ხომარ აჟრიალებს.. მორატა იმიტომ ყიდულობს ამას რომ გაზარდოს და მერე 100 მილიონი აიღოს და მეტი საქმე არააქვთ რომ ნახევარს ბოკას გადაუხდის.. რა გამეცინა :D
არ ვიცი რატო მარა მაგრად გამეცინა
ამ მაღალ ალვის ხისებრ ბენტაკურს რატომღაც მგონია ჩვენ ჯირკისებრი სტურარო უფრო აჯობებს დროთა განმავლობაში