ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “დიბალა გუნდის ნამდვილი ლიდერია”

“პესკარასთან” მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯუზეპე მაროტამ სკაი სპორტს საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“ერნანეში ჩვენი ფეხბურთელია და ამ მომენტისთვის ჯენოასთან მოლაპარაკებების წამოწყებას არ ვაპირებთ.გუნდოგანის მიმართ ინტერესს კი არასდროს ვიჩენდით, გაზეთებში დაწერილი ყველა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.რაც შეეხება ამომავალ ვარსკვლავებს, გასულ წელს დიბალა აღმოვაჩინეთ, იგი მალე გაახანგრძლივებს კონტრაქტს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ბებერი ქალბატონის ერთ-ერთი ლიდერია.იგუაინი კი მზადყოფნაშია, მას მინდორზე იხილავთ.იუვეს მთავარი პლიუსი გრძელი სკამია, მწვრთნელს შეუძლია ხშირად შეცვალოს შემადგენლობა და ზოგიერთი მოთამაშე დაასვენოს.ნეტო ჩვენს ნდობას იმსახურებს, დღეს სწორედ იგი ითამაშებს.მოიზე კინი ? – ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს მის აგენტთან, მინო რაიოლასთან, თავად ფეხბურთელს კი უდიდესი კარიერა ელის.”

წყარო : Football Italia

1 thought on “მაროტა : “დიბალა გუნდის ნამდვილი ლიდერია”

  1. მაგასაც რო მალე გაყიდით რათ უნდა დიდი დედუქცია.კარგად უგებთ და სრულ ჰარმონიაში ხართ რაიოლასთან,ფულმა გაროღება იცის და რაში გჭირდებათ ჩემპიონთა ლიგა რომელიც უკვე 20 წელია არ მოგიგიათ და ყველა გრანდმა გაგისწროთ ლიგის თასის რაოდენობაში.რომელ გრანდობაზეა ლაპარაკი :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.