ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინმა შესაძლოა “სევილიასთან” ვერ ითამაშოს

“პესკარასთან” მიღებული მცირე დაზიანების გამო გონსალო იგუაინმა შესაძლოა “სევილიასთან” მატჩში ვერ მიიღოს მონაწილეობა..

ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიპიტამ მარჯვენა მუხლზე ტრავმა ალესანდრო ბრუნოსთან შეჯახებისას მიიღო და ტკივილები შეხვედრის შემდეგ იგრძნო.არგენტინელმა დღევანდელი ვარჯიშ გამოტოვა და ჯერ-ჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ხვალისთვის გამოჯანმრთელებას.

იმ შემთხვევაში, თუ იგუაინმა ანდალუსიელებთან ვერ ითამაშა, მასიმილიანო ალეგრი 4-3-3 ტაქტიკით აპირებს ასპარეზობას, წინახაზში კი ალექს სანდროს, მარიო მანჯუკიჩს და ხუან კუადრადოს უნდა ველოდოთ.

წყარო : Football Italia

6 thoughts on “იგუაინმა შესაძლოა “სევილიასთან” ვერ ითამაშოს

  1. გეთანხმები ჩემო ძმაო ეგრეა დაგვაკლდა თორე ეხლა ამასაც ვერ აჩერებდნენ დაიწყებდა ძუნძულს მცხეთაში ავტობანზე და უყურე მერე ამის ძალად პროფესიონალურ ქცევებს

  2. არ გვინდა რა ეს ბაზარი რო იგუ ვერაფერს აკეთებს, რომც ვერ გაიტანოს და რომც ვერ გააკეთოს საგოლე პასი მცველებს სულ დაძაბულობაში ამყოფებს და დიდი ყურადღება ექცევა, სხვებს ამ დროს სივრცეები უჩნდებათ, ორი აზრი არაა რომ იუვე იგუაინთან ერთად უფრო ძლიერია ვიდრე მის გარეშე. იუვეს არაფერი არააქვს დასაკარგი, წაგება და ფრე ერთი და იგივეა, ასე რომ ფრეზე ბუფონიც წინ უნდა წავიდეს, თუ რა თქმა უნდა ზაგრებთან ქულების დაკარვის არ ეშინიათ ბოლო ტურში

  3. ეს სულაც არ არის ცუდი ლიგაზე იგუ მაინც ვერაფერს აკეთებს და თავიდან კუადრატო უფრო გამოვიყენებით ჩემი აზრი ასეთია ყველას თავისი აზრი აქ

  4. ამაზე კაი რა შეიძლება გამეგო მოგვიგია მაშინ და ეგაა კაია პირველ ადგილზე უნდა გადავიდეთ ანუ 11-11 ზე ვიქნებით იმათ ზედმეტი ფეხბურთელი არ ეყოლებათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.