ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამპაოლი : “სევილია გამარჯვებისთვის იბრძოლებს”

ტურინის “იუვენტუსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე “სევილიას” მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ემზადებოდე იუვენტუსთან მატჩისთვის და ფრეზე ფიქრობდე, არასწორი მიდგომა, ბებერ ქალბატონს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ისინი გამარჯვებისთვის ითამაშებენ.ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი ნამდვილად არაა, წინ ბოლო ტურია და არაა გამორიცხული, ყველაფერი იქ გადაწყდეს.იმ შემთხვევაში, თუ წავაგებთ, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და სწორედ ამიტომ, სევილია მინდორზე სამი ქულისთვის გავა.ტურინში სხვანაირად ვითამაშეთ და ხვალ სხვა სქემას ვაპირებთ, იქ ფრანკო ვასკესი გამოვიყენე ცრუ ფორვარდად, თუმცა საკუთარ მოედანზე განსხვავებული თამაშია საჭირო.”

“იგუაინის ტრავმა ? – ამის შესახებ პრესის მეშვეობით შევიტყვე, ისიც ვიცი, რომ კარგ ფორმაში მყოფი მანჯუკიჩი მზადაა.მათი მწვრთნელისგადასაწყვეტია, სამი ფორვარდით შეგვიტევს თუ ერთით, მაგალითად ხორვატი კუადრადოსთან და ალექს სანდროსთან ერთად.იგუაინის და დიბალას ტრავმების შემდეგ ბუნებრივია, იტალიელები სათამაშო სქემას შეცვლიან, ამისთვის შემადგენლობაც ჰყავთ და ადაპტაციაც გავლილი აქვთ.ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, ტურინელები არაფერს დათმობენ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დიპლომატიური, თავშეკავებული და ნორმალური რამეების უთქვამს. ჩანს “გრამატნად” უდგებიან საქმეს. მარა ჩვენ გამარჯვება გვინდა

alex-97
delpieronedved
7 years ago

Moises ufrtxildi shen sigrdze eqneba

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x