ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 4-3-3 ტაქტიკით | რუგანი ძირითადში, კიელინი თადარიგში

ტურინის “იუვენტუსსა” და “სევილიას” შორის გასამართი შეხვედრის დაწყებამდე სამ საათზე ნაკლები დრო რჩება..

ანდრეა ბარძალის, პაულო დიბალას და გონსალო იგუაინის არ ყოფნაში მასიმილიანო ალეგრიმ 4-3-3 ტაქტიკით გადაწყვიტა ასპარეზობა.კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, დაცვის დუეტს კი ლეონარდო ბონუჩი და დანიელე რუგანი შეადგენენ, ჯორჯო კიელინიმ სულ ახლახან მოიშუშა ტრავმა და ამიტომ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.მარჯვნივ დანი ალვეში, მარცხნივ პატრის ევრა.ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდებიან კლაუდიო მარკიზიო და მირალემ პიანიჩი, რომლებმაც “პესკარასთან” შეხვედრაში დაისვენეს, სასტარტოში იქნება სამი ხედირაც.ყველაზე საინტერესო ბიანკონერების წინახაზია, ერთადერთ ჯანმრთელ ფორვარდს მარიო მანჯუკიჩს ფლანგებიდან ხუან კუადრადო და ალექს სანდრო დაეხმარებიან, დაცვაში კი ხსენებული ფლანგელები განაპირა ნახევარმცველების ფუნქციებს შეითავსებენ.

სათადარიგოთა სკამზე დარჩება ახალგაზრდა მოიზე კინი, რომლის გამოსვლა მოედანზე სულაც არ იქნება გასაკვირი.

წყარო : Football Italia

15 thoughts on ““იუვენტუსი” 4-3-3 ტაქტიკით | რუგანი ძირითადში, კიელინი თადარიგში

  1. ლოგიკურად რომ მივყვეთ იუვეს თამაშებს, წესით დღეს მოგების შანსი არ უნდა გვქონდეს.

    მაგრამ რატომღაც მგონია რომ მოვიგებთ, 6 თუ 7 გრძნობა მკარნახობს :lool:

  2. უეჭველ მოსაგებ ტამაშს 3-5-2-ით რთულად მოიგებ :) მარა არც ამ ტაქტიკის დიდად არ მჯერა დღეს დანაკლისების გამო :( ისე ბავარიასთან რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა მაინც საკაიფოდ ვეთამაშეთ, ვითომ დღესაც ასე მოხდება ? ნეტა მოვიგოთ რა გახდა ეს პირველ ადგილზე გასვლა ბლიად! :blin:

  3. ეგრე რაა ძლივს არ ვეღირსე ამ ტაქტიკას და მანძუს ძირითადში, არ მომიწევს იმ უკლასო 90 მილიონის ყურება)))

  4. არანაირი 4-3-3 ისევ 3-5-2 რუგანი ბონუჩი ევრა დაცვის ცენტრში კრაიებზე ალეში სანდრო ნახევარდაცვაში ხედირა პიანიჩი მარკიზიო წინ კუადრადო მანჯუკიჩი :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.