ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ვესტ ჰემი” მანჯუკიჩით ინტერესდება

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდით, მარიო მანჯუკიჩით ინტერესდება..

სლავენ ბილიჩს ხორვატი ფორვარდის მიმართ სერიოზული სიმპატიები აქვს და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაფორმებას ეცდება.ჩაქუჩებს ბიანკონერებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით სიმონე ძაძასა და ანჯელო ოგბონას ტრანსფერების შემდეგ.ძაძა ნისლიან ალბიონზე არენდის წესით გადაბარგდა და დიდი ალბათობით, ზამთარში გუნდს დატოვებს, მის შემცვლელად კი ლონდონელები სწორედ მანჯუკიჩს მოიაზრებენ.რაც შეეხება ჯუზეპე მაროტას პოზიციას, იგი წინახაზელის სანაცვლოდ მინიმუმ 18 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად დათანხმდება შუა სეზონში ფეხბურთელის გასხვისებას.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩმა სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა სასურველ ფორმაში შედის და ბოლო სამ მატჩში გოლი გოლის გატანაც მოახერხა, “კიევოს”, “პესკარასა” და “სევილიას” წინააღმდეგ.

წყარო : Football Italia

5 thoughts on ““ვესტ ჰემი” მანჯუკიჩით ინტერესდება

  1. manjukichi tu ar daapirebs wasvlas iuvem ar unda gaushvas. mshvenieri zamena iqneba. shetevis gazliereba sheudzlia mitumetes sajarimoshi chamjdar dacvashi upro saxipatoa tavitac da daswrebazec.ar aris cudi rezervi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.