ივანოვიჩი “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოექცა
შტეფან ლიხტშტაინერის შემცვლელად ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ გუნდში შესაძლოა ბრანისლავ ივანოვიჩი მოიწვიოს..
შვეიცარიელ ფეხბურთელს ბებერ ქალბატონთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და არსებობს სერიოზული შანსი იმისა, გუნდი იანვარში დატოვოს.შესაბამისად, მასიმილიანო ალეგრის მარჯვენა მცველი დასჭირდება და ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი სწორედ “ჩელსის” სერბი ლეგიონერია.ხელშეკრულება ლონდონელებთან ივანოვიჩსაც 2017 წლის 30 ივნისს ეწურება და იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ არისტოკრატებს გარკვეული თანხის მიღება სურთ, იანვარში უნდა შეეცადონ გასხვისებას.ბრანო ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის და შესაძლოა, წასვლა სწორედ მოთამაშემ მოინდომოს.
ეს ჩამოწერილი ფეხბურთელები რაღათ გვინდა 600 წლისაა ამის მოყვანას ვინმეს პრიმავერადან მიეცეს შანსი არ ჯობია?
ეს ტიაგო მოტაც რით არ დაბერდა ისევ კარგი ფეხბურთელია. 5 წლის წინ მოეყვანათ იუვეში კარგად გამოგვადგებოდა, სტურაროს და ერნანეშს კი აჯობებდა. თან ბევრი არ გადაუხდია პესეჟეს
გუნდს და ალეგრის რომ აკრიტიკებთ ხოლმე ლიგაზე ყველა თავს იგიჟებს ხოლმე. აგერ ბაიერნმა წააგო ბარსას რა უქნა სიტიმ ჩვენ ორივე თამაში მოუგეთ შარშან. რეალმა ძლივს მოიგო გუშინ კაცნანლულ სპორტინგთან. ასერომ მაგარი გუნდი გვყავს და გულს ნუ გაიტეხავთ ბიჭებო
ბაიერნი ჩვენი წერაა მაინც.
1 თვის წინ დავწერე, რომ ბაიერნი მინდოდა 1/8 ფინალში, რადგან წელს სუსტ გუნდად მიმაჩნია, ბაიერნის ფანი შემოხტა და საყვარელი კლუბის დაცვის ნაცვლად იუვეს “ნაკლებს” დაუწყო ხაზის გასმა ლაიფციგი რომ გაჯობებს და როსტოვთან რო წააგებ, იუვეს წინააღმდეგ რისი იმედი უნდა გქონდეს არ მესმის შარშანაც გაუმართლა ბაიერნს, რადგან მიუხენში მესამე გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა უამრავი მომენტი გავაფუჭეთ, რაც იშვიათად ხდება. ბაიერნს ძირითად დროში გააზრებული შეტევით რომ არ გაუტანია გოლი ამაში ვინმე არ მეთანხმება? ორივე გოლი ჩაწოდებას მოჰყვა ბედი ხო გინდა. ბაიერნი მეორეზე გავიდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ თუ შეგვხვდნენ არაფრის შანსი ექნებათ.
წელს აღარაა საშიში ბავარია ყველა უტანს გოლს ვისაც არ ეზარება,თურმე პეპი ყოფილა მთელი ბავარია რაც შარშან იყო
სადღაა კომანის და კოსტას ჩაქროლებები სადღაა ლევანას თავურები,კარლომ მთლად არია რა დალაგებული გუნდი
Fexburtelis ukacravad
Ravi dzmebi iknebaa vcdebi Margam armjera am fexburtis da momkalit araa mai iuves girsii araa me asevfikrob da tkveni arvicii
ძმურად მითხარით შეტევაში რთ ჯობა ლიხშტა პადაჩა აქ უკეთესიბურთის ფლოა თU რაა.. მეორე სართულისთვის გამოგვადგება თორე ერთი შეწვი მეორე მოხარშე ეს არი იმართლე უბრალოდ ლიხშტასთან კარგი მოგონებები გვაქ
ivanovichi rogorc mcveli mirchevnia lixshtainers magram shetevebshi shveicarieli uketesia. samagierod kutxurebis da standartulebis dros serbi mshvenivrastamashobs meore sartulze ase rom dacva upro gazlierdeba ivanovichit
რა უაზრობაა ივანოვიჩი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე ლიხშტა მირჩევნია. არ მესმის რატომ არ უხანგრძლივებენ კონტრაკტს.