“იუვენტუსი” ტიაგო სილვას დამატებას ეცდება
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “პსჟს” ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას დამატებას სეზონის ბოლოს ეცდება..
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერ-ჯერობით, მხარეები მის გახანგრძლივებას არ ჩქარობენ.იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებენ, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მისი ღირებულება დიდად არ გაიზრდება.მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელს ანაზღაურება 6 მილიონი ევრო აქვს, ბებერ ქალბატონში გადმოსვლის შემთხვევაში კი ფაქტია, რომ ეს თანხა შემცირდება.ჯუზეპე მაროტა მოთამაშის აგენტთან და შემდეგ კლუბთან მოლაპარაკებებს მალე წამოიწყებს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად დათანხდებიან პარიზელები მის გასხვისებას.
რა ქნას მაროტამ ფული ვისშიც.გადაიხადა არ გაუმართლა.და.უფასოები კი უმართლებენ
ეგ არაფერი ტრანსფერი იქნება
რათ გვინდა რუგანი უნიჭოა მარა იქნებ ისწავლოს რამე
რუგანი უნიჭოა ??? ანუ იტალიის, კატენაჩოს და დაცვითი ფეხბურთის სამშობლოს საუკეთესო და ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მცველი (რომანიოლისთან ერთად) ყველა მაღალი დონის სპეციალისტის შეფასებით უნიჭიერესი მცველი და ამომავალი ვარსკვლავი უნიჭოა ?
წავიდა მუქთა ფეხბურთელებზე ნადირობა.მიდი მაროტა არ გოუშვა არცერთი