ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინმა დღევანდელი ვარჯიში განცალკევებით ჩაატარა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა დღევანდელი ვარჯიში განცალკევებით ჩაატარა..

არგენტინელმა ფეხბურთელმა დაზიანება “პესკარასთან” შეხვედრის ბოლო წუთზე მიიღო და ამის გამო “სევილიასთან” მატჩის გამოტოვება მოუწია.გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პიპიტა “ჯენოასთან” მატჩისთვის მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც სჩანს, საქმე არც ასე იოლადაა.ხვალ ფეხბურთელს ბიანკონერების ექიმები დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, გაემგზავრება თუ არა იგუაინი გუნდთან ერთად გენუაში.ფაქტია, იგი ძირითად შემადგენლობაში ვერ ითამაშებს და მის ადგილს მარიო მანჯუკიჩი დაიკავებს.

წყარო : Football Italia

4 thoughts on “იგუაინმა დღევანდელი ვარჯიში განცალკევებით ჩაატარა

  1. ამას გავყვირი სულ რო ალეგრის გუნდების პრობლემა მიდმივი სავსე ლაზარეთი მუდამ სავსეაა და სულ წამყვანები აკლია ასე იყო მილანშიც და მანამდეც :forza:

    1. ეჰ ძმაო მარტო მაგის იმედზე თუ არის ჩვენი გუნდი კარგად ყოფილა მაჰინ ჩვენი და ჩვენი გუნდის საქმე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.