გასპერინი : “ტურინულ მატჩს სწორი განწყობით უნდა შევხვდეთ”

ბერგამოს “ატალანტა” შესანიშნავ სეზონს ატარებს, ნერიაძურის ლაციალეს მსგავსად 28 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს..
ჯან პიერო გასპერინის შეგირდები შაბათს ტურინს ეწვევიან და ბუნებრივია, “იუვენტუსთან” მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელით.ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა აზრი მთავარ მწვრთნელსა და ერთ-ერთ ნახევარმცველს, იასმინ კურტიჩს ჰკითხეს.
“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტურინს ვეწვეოდით როგორც ჩემპიონატის მეხუთე გუნდი, თან საუკეთსო ფორმაში მყოფი.მინდორზე სწორი განწყობით უნდა გავიდეთ და მინიმუმ ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავიღოთ.არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია ბრძოლა, ეს მიმდინარე სეზონში არაერთხელ დავამტკიცეთ.”
“იუვენტუსთან მატჩს მოტივირებულნი უნდა შევხვდეთ, ბიანკონერები კარგ ფორმაში იმყოფებიან და ჯენოასთან მარცხი მხოლოდ დაშვებული შეცდომების ბრალია.ვფიქრობ, უადგილოა მათ კრიზისზე საუბარი, სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ნებისმიერი ფეხბურთელი 101 პროცენტით უნდა დაიხარჯოს”, – განაცხადა კურტიჩმა.