დიეგო : “იუვენტუსში გადასვლით ოცნება ავიხდინე”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო რიბას და კუნიამ ექსტრა ტაიმს საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“არაფერს ვნანობ, იუვენტუსში გადასვლით ოცნება ავიხდინე.მადრიდის რეალი და ბავარია მეპატიჟებოდნენ, თუმცა არჩევანი ბებერ ქალბატონზე შევაჩერე და ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.ეს არის გუნდი, რომელშიც მუდმივად გამარჯვებაზე ფიქრობენ, სხვანაირად აქ ყოფნა შეუძლებელია.თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ, რომას დუბლიც კი შევუსრულე, თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია აირია და ფორმიდან ამოვვარდით.იანვარში ალბერტო ძაკერონიმ ჩირო ფერარა ჩაანაცვლა, ზაფხულში კი მწვრთნელად ლუიჯი დელ ნერი დაინიშნა, რომლის საყვარელი ტაქტიკა 4-4-2 იყო.მახსოვს, პორტოში ყოფნისას დელ ნერი მეცალათი არ თამაშობდა, ამიტომ გამიჭირდა, ჩემი პოზიცია დაიკარგა გუნდში.რამდენიმე დღეში ჯუზეპე მაროტა და მწვრთნელი შემხვდნენ, მათ მითხრეს, რომ არ უნდოდათ იუვედან წავსულიყავი, თუმცა აგენტი აქტიურობდა და განიხილავდა შემოთავაზებებს, ვოლსბურგი ავირჩიე.ახლა ერთადერთ რამეს შევცვლიდი, დავრჩებოდი იუვენტუსში.”
“დელ პიერო ? – ბევრი ამბობდა, რომ იუვემ მის გამო გამიშვა გუნდიდან, დელ ნერიც ასე ფიქრობდა, თუმცა რეალურად იგი ცდებოდა.ალესანდრო გენიალური ადამიანი და მოთამაშეა, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა როგორც მინდორზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.ცოტა ხნის წინ ერთმანეთს საო პაოლოში შევხვდით და ბევრი ვისაუბრეთ.”
როგორ მევასებოდა დიეგო ძან მეწყინა ეს რომ გაუშვეს კარგია რომ ესე ილაპარაკა იუვეზე ძან მაგარი კაცია იცის შავ თეთრის ფასი ამ კაცმა და ეს დასაფასებელია

ძალიან მაგარი იგროკია ეს ახლა რომ გვყავდეს კიდევ აჯობებს ბევრ იდიოტს რომლებიც ხელფასს ტყუილად იღებენ იუვეში
Amis gashveba cudi iyo