ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ივანოვიჩის დამატებას იანვარში ეცდება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ცენტრალური მცველის ძიებაშია..

დანი ალვეშისა და ლეონარდო ბონუჩის ტრავმების შემდეგ ჯუზეპე მაროტა ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც ასპარეზობა შეუძლია დაცვის როგორც ცენტრალურ ზონაში, ასევე მარჯვენა ფლანგზე.ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ლონდონის “ჩელსის” უკანახაზელი, ბრანისლავ ივანოვიჩია.სერბი მოთამაშე ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის და შესაძლოა, კლუბი იანვარშივე გამოიცვალოს.რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბიანკონერები ზაფხულში შეეცდებოდნენ ივანოვიჩთან კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა ზემოთხსენებული ფეხბურთელების ტრავმებმა ეს ყველაფერი დააჩქარეს.გეტყვით იმასაც, რომ იანვარში ბებერი ქალბატონის ბანაკს დროებით მედჰი ბენატია დატოვებს, რომელიც მაროკოს ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე იასპარეზებს, ეს კი, მასიმილიანო ალეგრისთვის დამატებით თავის ტკივილია.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლივერტუს
ლივერტუს
9 years ago

რა ჩამოწერილ ფეხბურთელებზე ჩალიჩობენ ბოლო დროს სულ

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

და ალჟირელი სად დაინახე რომ წერია?

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

მაროკოელია ბენატია არა ალჟირელი

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x