“იუვენტუსს” და “ინტერს” სისოკო სურთ
ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი” მუსა სისოკოთი ინტერესდებიან..
კორიერე დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა მზადაა სერიოზულად განიხილოს სისოკოს თაობაზე მიღებული შემოთავაზებები და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელი გაასხვისოს.ფრანგს ლონდონელთა რიგებში 22 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, მან “ბორმუთთან” არასპორტული საქციელის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და როგორც სჩანს, მაურისიო პოჩეტინოს ნდობა დაკარგა.
“ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელი ბებერ ქალბატონში ტრანსფერთან ზაფხულშიც იყო ახლოს, თუმცა საბოლოოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ტოტენჰემში” აღმოჩნდა, 33 მილიონ ევროდ.
გვჭირდება კი