ბარძალი : “იუვენტუსში ბევრი რამ ვისწავლე”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი რანდსტადის მიერ ორგანიზებულ ივენთს დაესწრო და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა..
“როცა მე და ჩემს მეუღლეს ბავშვი შეგვეძინა, მსურდა საზღვარგარეთ მეცხოვრა და აგენტს ვთხოვე, რომელიმე კლუბთან წამოეწყო მოლაპარაკებები.პალერმოში ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვიყავი, თუცმა 2006 წელს ნაკრებში საკუთარი ადგილი დავიმკვიდრე და საბოლოოდ, გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვითამაშე.ვოლსბურგის შემოთავაზებამ ოდნავ დაიგვიანა, თუმცა იგი მაინც იმდენად მისაღები იყო ჩემთვის, ბევრი არ მიფიქრია, კონტრაქტს ხელი მოვაწერე.ფელიქს მაგათმა ბევრი რამ მასწავლა, იგი არავის აძლევდა საშუალებას ბოლომდე არ დახარჯულიყო ან ენერგია დაეზოგა, მინდორზე ძალიან იშვიათად ვეხებოდი ბურთს, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა, ხშირად ვღებულობ მონაწილეობას გათამაშებაში და ვფიქრობ, რომ ასი პროცენტით ვიხარჯები.”
“როცა იუვესთან ერთად პირველი სკუდეტო მოვიგე, არდადეგებზე მუდამ ამაზე ვლაპარაკობდი და მეუღლე მეხუმრებოდა კიდეც, სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო, მსურდა მალე დაწყებულიყო სეზონი და მეორე სკუდეტოსთვის გვებრძოლა.ამ გუნდში სრული გარდასახვა მოხდა, შეიცვალა ხელმძღვანელობა, მიზნები, საქმისადმი მიდგომა, იუვეში ყველა ისეთმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლის საყვარელი საქმიანობა ფეხბურთია, გამარჯვების გარეშე აქ ყოფნა წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ ვიბრძვით მუდამ პირველობისთვის.”
“ფეხბურთელობაზე არასდროს მიოცნებია, ბავშვობაში ამ საქმით მხოლოდ ვერთობოდი და შემდეგ ეს ყველაფერი ჩემი საქმე გახდა.პისტოიზეში თამაშისას ჯუზეპე პილონი ნახევარდაცვაში მათამაშებდა, მაგრამ შემდეგ პოზიცია შევიცვალე, ვფიქრობ, ასე სჯობდა.ნაკრები ? – არაფერს ნიშნავს ის, რომ ყველაზე ასაკიანი ვარ მცველებს შორის, ჩემთვის მთავარია ახალგაზრდებს ვაჩვენო, არცერთმა დღემ არ უნდა ჩაიაროს ვარჯიშის გარეშე, მხოლოდ შრომით მიიღწევა წარმატება ასეთ დონეზე.იუვენტუსში საოცარი ატმოსფეროა, ვუყურებდი ანდრეა პირლოს და ჯანლუიჯი ბუფონს, ვტკბებოდი მათი თამაშით, მათი გაცდენილი ვარჯიში მე არ მახსოვს, არ მახსენდება რომელიმე დავალება, რომელიც არ ან ვერ შეასრულეს.”
“მოწინააღმდეგეები ? – ვცდილობ, შევისწავლო ისინი, მათი მოძრაობები მარჯვნივ ან მარცხნივ, დარტყმის სტილი, მანერა, სისწრაფე.როცა ბურთიანი მოთამაშე გიახლოვდება, მხოლოდ ორი წამი გაქვს გადაწყვეტილების მიღებისთვის, სხვა შემთხვევაში შენ კაცს დაკარგავ.მაქსიმალურად ეფექტურ გზებს ვეძებ, რომ ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები შევაჩერო.”
დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, პროფესორია
Legendaa dzmao legenda.
ლეგენდაა თამამად ვიძახი იუვეს ლეგენდაა