“იუვენტუსი” ბოშილიას აკვირდება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “მონაკოს” ნახევარმცველით, გაბრიელ ბოშილიათი ინტერესდება..
20 წლის ნახევარმცველს ფაბიო პარატიჩი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზეც აკვირდებოდა, თუმცა მაშინ “მონაკომ” ბებერი ქალბატონის კონკურენციის დაძლევა და ფეხბურთელის ხელში ჩაგდება მოახერხა.ბოშილია მიმდინარე სეზონს შთამბეჭდავად ატარებს, მის ანგარიშზე უკვე 4 გოლია, რომელთაგან 3 საჯარიმო დარტყმებზე მოდის.ტურინელები ნახევარმცველის ძიებაში არიან და არაა გამორიცხული, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფრანგებთან მოლაპარაკებები წამოიწყონ კიდეც.აქვე გეტყვით, რომ “მონაკომ” გაბრიელის ყიდვა “საო პაოლოდან” 7 მილიონ ევროდ მოახერხა.