რუგანი : “ატალანტასთან მინდორზე სწორი განწყობით უნდა გავიდეთ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, დანიელე რუგანიმ ბებერი ქალბატონის ოფიციალურ არხს საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“არსებულ სიტუაციაზე იუვენტუსს სწრაფი რეაგირება სჭირდება, სიტუაცია მალე უნდა გამოვსწოროთ.ატალანტასთან წინააღმდეგ მინდორზე უნდა გავიდეს ორგანიზებული, ძლიერი გუნდი, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.ჯენოასთან მოტივაციის პრობლემა შეგვექმნა, მასპინძლებმა კი საოცარი შეხვედრა ჩაატარეს, ვერავინ იტყვის, რომ კრიზისში ვართ, უბრალოდ გარკვეულ პრობლემებს გადავაწყდით.”
“ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვგრძნობ, რომ განვვითარდი, თუმცა, უფრო მეტია საჭირო.ემპოლი და იუვე ერთმანეთისგან განსხვავდებიან, აქ გაცილებით სხვა გამოწვევები დგას ფეხბურთელის წინაშე, მეტი კონკურენცია და დატვირთვაა.ბონუჩი თუ ბარძალი ? – საკუთარ თავს უფრო ანდრეას ვამსგავსებ, ხშირად ვაკვირდები როგორ ემზადება იგი მატჩებისთვის, როგორ ვარჯიშობს და ასე შემდეგ.”
3-1-4-2
არაა ცუდი ვარიანტი უბრალოდ არამგონია პიაცამ ცენტრალურ ნახევარმცველად გაქაჩოს
3-4-3 ამ სასტავით უნდა გამოვიდეს
ბუფონი-რუგანი,ბონუჩი,კიელინი-მარკიზიო-კვადრადო,პიანიჩი,პიაცა,ალექს სანდრო-დიბალა,იგუაინი….ამ სასტავით ლიგის მოგების მჯერა
ფორმაცია?
Magrad gaumartla rom aseti mcvelebis gverdit tamashobs
საბედნიეროდ ბონუჩის დასწყისივით გამოსდის ამასაც და ვპიქრობ სუსტი სტარტის შემდეგ ის აუცილებლად დადგება ერთერთი საუკეთესო მცველი