ალეგრი : “ატალანტას ახალგაზრდა და აგრესიული გუნდი ჰყავს”

“ატალანტასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..
“იუვენტუსს მშვენიერი სიჩქარე აქვს აღებული, ყოველთვის ასი მეტრსაათით სირბილი შეუძლებელია, ახლა სიჩქარეს ოდნავ დავუკელით.ჯენოასთან მარცხის შემდეგ ყველას დაავიწყდა, რომ კვლავინდებურად პირველ პოზიციას ვიკავებთ, ერთმა წაგებამ კი განსაკუთრებული არაფერი შეცვალა.ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ადგილი დავიბრუნდეთ და შესაძლოა, გენუელებთან მატჩის დროს მოტივაცია დაგვაკლდა, ხვალ იგივე შეცდომები არ უნდა განმეორდეს.ვის გამოვყოფდი ატალანტას რიგებში ? – გალიარდინის, თუმცა ის დისკვალიფიცირებულია, ვფიქრობ, ატალანტას ჰყავს ახალი იტალიური თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები.ცოტა იტალიელი ჯენოასთან მატჩში ? – ჩვენმა უდიდესმა იტალიელმა დაუშვა შეცდომა პირველი გოლის დროს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იუვეში ის ლეგიონერები ირიცხებიან, რომლებიც იცნობენ იუვეს ისტორიას.”
“ატალანტასაც აქვს მინუსები, რომლის გამოყენებასაც ვეცდებით, ისე კი, ბერგამოელებს არაფერი დაეწუნებათ, ბოლო 8 მატჩიდან მათ 7 მოიგეს, უკანასკნელი 6 კი მიჯრით.მონდომებული და გამოცდილი მწვრთნელი, მაღალი დონის ფეხბურთელები, სწორედ ესაა საჭირო წარმატების მისაღწევად.სკუდეტო ? – გამარჯვებულის გარკვევამდე დიდი დროა, ჩემპიონატი ეს გრძელი მარათონია და იგებს ის, ვინც ყველაზე სტაბილურად დააგროვებს ქულებს, რა თქმა უნდა, ტიტულის მფლობელის ბედი უფრო მაისისკენ გადაწყდება.”
“დიბალამ დღევანდელი ვარჯიშის ნახევარი სრული დატვირთვით ჩაატარა, არის გარკვეული შანსი იმისა, რომ პაულო განაცხადში მოხვდეს, თუმცა მის თამაშს ვერ დაგპირდებით.სამაგიეროდ, ოთხშაბათისთვის არგენტინელი მზად უნდა იყოს.კუადრადოს მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, მანჯუკიჩი და იგუაინი შეტევის წინახაზზე ითამაშებენ, ვფიქრობ, ეს ორი შემტევი ერთმანეთს კარგად ეწყობა.ჯენოასთან ცუდად დავიწყეთ და 30 წუთში უამრავი შეცდომა დავუშვით, სწორედ ამიტომ დავისაჯეთ გოლებით, პირველ ტაიმში სამი გოლი არასდროს გაგვიშვია, ვერაფრით ავხსნი, რა დაგვემართა.ატალანტა გენუელებზე არანაკლებ მონდომებული იქნება და ბიჭებს მეტი მოტივაციისკენ მოვუწოდებ, გასპერინი გამოცდილი და ჭკვიანი სპეციალისტია.”
“კიელინი მზადყოფნაშია, ისევე როგორც მარკიზიო.პაულო დიბალაზე უკვე ვთქვი, იგი ბრუნდება, ნელ-ნელა უმჯობესდება ანდრეა ბარძალის მდგომარეობაც, მარკო პიაცა უკვე ბურთთან ერთად დარბის.ჩემს განკარგულებაში ექვსი მცველია და ვფიქრობ, ეს სავსებით საკმარისი უნდა იყოს.პიანიჩი ? – იუვეს ნახევარდაცვაში მირალემს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, არიგებს პასებს და საგოლე გადაცემებს, კვირას მის მიერ გატანილი გოლით ალბათ ყველამ ისიამოვნეთ.ხედირა ? – სამიმ გასულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, წელს კი უკვე ოცი.გერმანელი მშვენიერ ფორმაშია და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს.ვინ ჩაანაცვლებს ბონუჩის ? – ვფიქრობ, ბენატია.”
თხოვნა ადმინისტრაციასთან და კერძოდ გია დარჯანიასთან, რომელიც თითქმის მარტო ასლუდგმულებს ამ საიტს ბოლო პერიოდებში- გთხოვთ ანგარიშები შეასწორეთ, თორე კიდე სევილია იუვეს ანგარიში დევს!!! ცუდად ჩანს უბრალოდ!!! წინასწარ მადლობა!!!