ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ჯენოასთან მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოვახდინეთ”

მასიმილიანო ალეგრიმ “ატალანტასთან” ჩატარებული შეხვედრა შეაფასა..

“კარგი მატჩი ჩავატარეთ, ბიჭებმა თავიდანვე ინტენსიურად შეუტიეს და უპირატესობა მოიპოვეს.ატალანტა კონტრშეტევებზე სახიფათო გუნდია და სწორედ ამიტომ, ფეხბურთელებს რამდენჯერმე სიფრთხილისკენ მივუთითე.პიანიჩი ტრეკუარტისტად ? – ეს ექსპერიმენტი არ გეგონოთ, ვფიქრობ, მირალემს თავისუფლად შეუძლია ნახევარმცველების წინ და ფორვარდების უკან თამაში, მისით კმაყოფილი ვარ.როცა დიბალა და პიაცა დაბრუნდებიან, მეტი არჩევანის საშუალება მექნება.დღევანდელი გამარჯვება ორმაგად სასიხარულო იმიტომაა, რომ ჯენოასთან საშინელი შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრები დავარწმუნეთ, რომ სწორ გზაზე დავბრუნდით.”

“გასულ კვირას ბევრი ვიმუშავეთ ტაქტიკაზე, ორივე ფორვარდმა კარგად ითამაშა, იგუაინს რამდენიმეჯერ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა არ გაუმართლა.მანჯუკიჩმა საოცარი მატჩი ჩაატარა, ის რომ მხოლოდ საჯარიმოში იდგეს, ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, დღეს კი ჩამოდიოდა უკან, პრესინგს სთავაზობდა მოწინააღმდეგეს, გოლისგანაც კი გვიხსნა.ძალიან ბევრი იმოძრავა და ამის გამო, კუნთი გაეჭიმა.თუ მარიო და პიპიტა ასე გააგრძელებენ, ვფიქრობ, შემეძლება ამ ორ ფორვარდს მინდორზე პაულო დიბალა დავამატო და სამი შემტევით ვიასპარეზოთ.”

“ოთხშაბათს ზაგრების დინამოსთან მნიშვნელოვანი თამაში გველის, პირველი ადგილი ჯგუფში ოფიციალურად უნდა გავიფორმოთ.მომავალ კვირას კი ტურინული დერბია..”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DAVID11
7 years ago

დიბალა რო დაბრუნდება ჯობია პიანიჩის ადგილას დააყენოს და პიამ სტურარო შეცვალოს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

3 თავდამსხმელით კაი იქნება :forza:

Giorgi
Giorgi
7 years ago

გუშინ მაგარი იყო მანჯუ და სანდრო, და ზოგადად კაი სტილს თამაშობდა იუვე მომეწონა

maradona 73
maradona 73
7 years ago

ძლივს არ ათამაშა 4-3-1-2 სქემით, აი ვინუჟდენი თუ არაა იმენნა მიაკვდება ხოლმე 3-5-2 სქემას.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x