პიანიჩი : “ეს იუვენტუსის მაქსიმუმი არ არის”
მირალემ პიანიჩმა იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს “იუვენტუსის” მაქსიმუმი არაა..
“რთული კვირა გვქონდა, ჯენოასთან საშინელი 30 წუთისა და მარცხის შემდეგ გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია უნდა მოგვეხდინა.პრესა ბევრს გვაკრიტიკებდა და ამიტომაც, ატალანტასთან სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო.იუვეს მხოლოდ ამ ზაფხულს შევუერთდი და ვფიქრობ, ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, ვაღიარებ, სწრაფ ადაპტაციას ველოდი, თუმცა აქ უმაღლეს დონეზე თამაში ურთულესია.”
“გუნდს შეუძლია მომატება, ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის, მოვუმატებთ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად და მეტად საშიში გავხდებით ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ, ვთამაშობ უმაღლესი დონის ჩემპიონების გვერდით.თითოეულ ვარჯიშზე მაქსიმალურად ვიხარჯები, რათა თამაშებზე გუნდს მეტი სარგებელი მოვუტანო.რომაული დერბი ? – იმედია, მატჩი ფრედ დასრულდება, რომას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაღალი დონის მწვრთნელით.”
გუშინ მანჯუ თავზარს სცემდა მთელ ბერგამოს
ვერც ეს და ვერც იგუ ვერ შეთამაშდნენ ჯერ იუვეს ფეხბურთელებთან, ვერ გადმოწეყვდნენ თავისი ძველი გუნდების სათამაშო სტილიდან.
ფორმაშიც არიან შესასვლელები მარკიზასთან ერთად, ხედო უფრო მომეწონა ცენტრში ატალანტასთან.
იმედია ყველა მოუმატებს და საჭირო დროს უკვე შეთამაშებულებიც იქნებიან კარგად და კარგ ფიზიკურ კონდიციებში.
გიო სააღოლ… ამ ბოლო დროს მარტო შენ ახარებ იუვეს გულშემატკივრებს და ექშენ ჯიზე დათო… სააღოლ ბიჭებო

კი ასე დავინაწილეთ ფუნქციები, ფორცა მე მაქვს ჩაბარებული )) გაიხარე