ალეგრი : “დიბალა მინდორზე მეორე ტაიმში გამოვა”
ზაგრების “დინამოსთან” მატჩამდე ერთი დღით მასიმილიანო ალეგრი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა..
“პაულო დიბალამ ტრავმა სრულად მოიშუშა და იგი დინამოსთან მეორე ტაიმში ითამაშებს, ძირითადში კი იგუაინი და მანჯუკიჩი იქნებიან.ბიჭები თავს მშვენივრად გრძნობენ, თუ ოთხი მცველით ვითამაშებთ, შესაძლოა ფლანგზე სტეფანო სტურარო დავაყენო, თუ არადა მინდორზე სამი ცენტრალური მცველი გავა.სავარაუდოდ, კიელინის დავასვენებ, ჯორჯომ ტრავმა ახლახან მოიშუშა და იდეალურ ფორმაში ჯერაც არაა.ალექს სანდრო და სამი ხედირა დაისვენებენ, პირველივე წუთებიდან მარიო ლემინასა და პატრის ევრას იხილავთ.მარკო პიაცას მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა მიმდინარე წელს იგი მინდორზე ვეღარ გავა.”
“მეცინება კიდეც, როცა ამბობენ, თითქოს იუვენტუსს მეორე ადგილზე სურს გასვლა, რათა რამდენიმე ძლიერი კონკურენტი აირიდოს, ასე ნამდვილად არ არის, ჩვენ გვსურს პირველ პოზიციაზე დავასრულოთ ჯგუფური ეტაპი, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.ხვალ აგრესიულ თამაშს ველი, ხორვატები დიდი ძალებით დაიცავენ თავს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, მათი ეს კედელი გავარღვიოთ.”
პირველ ადგილზე მემგონი 25 მილიონია, რა მეორე ადგილზე, არ გაგიჟდე მაქს
ნაღდი თამაშით ძალიან ადვილად უნდა მოუგონ მაგრამ სადღაა ნაღდი თამაში.ლიონთან იყო თუ სევილიასთან.სასაცილოა უკვე ფეხბურთზე საუბარი.ფეხბურთი,შეიხები და დიდი ფულიიი
ხო,მართლა,დამავიწყდა.ფეხბურთი,ტოტალიზატორი,შეიხები და დიდი შოუ
სწორი გადაწყვიტილებაა