ევრა : “ჯენოასთან დაშვებული შეცდომები არ უნდა განმეორდეს”
ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ, პატრის ევრამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“ჯენოასთან მარცხის შემდეგ ფეხბურთელებმა ბევრი ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდით.ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ მაისურის ტარება დიდი პატივია და მას პასუხისმგებლობა ახლავს თან, იუვეს დონის გუნდთან ნებისმიერი მოწინააღმდეგე ორმაგი მონდომებით თამაშობს და მოტივაციის ნაკლებობამ შესაძლოა მარცხი გამოიწვიოს.შეიძლება წააგო მატჩი, მაგრამ რაც მთავარია არ შეიცვალო სწორი მიდგომა, ატალანტასთან დავამტკიცეთ, რომ ბებერი ქალბატონი ძლიერი ოჯახია.”
“სკუდეტოს ზედიზედ მეექვსედ მოგება ისტორიული მიღწევა იქნება და ბუნებრივია, ამის გაკეთება ყველას სურს, თუმცა ტიტულის მოპოვებას მაქსიმალური ქულების რაოდენობის დაგროვება სჭირდება.გულშემატკივრები მზად არიან ყოველ კვირას შეავსონ ტრიბუნები, გვერდით დაგვიდგნენ, თბილად შეგხვდნენ ქუჩებში, ამ ყველაფერს პასუხის გაცემა მინდორზე სჭირდება, გოლებით, კარგი თამაშით, წარმატებით.უაზრობაა იმაზე ფიქრი, თითქოს უკვე ჩემპიონები ვართ, თითოეულ შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტს, ამის შემდეგ შედეგი აუცილებლად მოვა.იუვენტუსი არასდროს დაკმაყოფილდება მიღწეულით, პირადად მე, აქ ვარ იმიტომ, რომ კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო.”
“ჩემპიონთა ლიგა ? – დიდი პატივია ამ ტურნირზე თამაში, ჰიმნი, ემოციები, ბრძოლა მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე, ვინ არ ისურვებდა ამ ტიტულის მოგებას.ფეხბურთი ყველაზე პოზიტიური სპორტია, იგი უბრალოდ აზრს აძლევს ცხოვრებას, პოზიტიურია მაშინაც, როცა თამაშს აგებ, როცა საკუთარ შეცდომებზე სწავლობ, როცა ცდილობ, რომ შემდეგ თამაშში ყველაფერი შეცვალო.თავს ყოველთვის გამარჯვებულად ვთვლი, უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მიყვარს.”
ევრა დადე მერე ლიგა გაიხსენე რა მანიუს პერიოდი მერე რა რო ცოტა დაბერდი გეტყობა გული ისევ ახალგაზრდა გაქ