ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეტევი : “გუნდმა სერიოზული პროგრესი განიცადა”

ტურინის “იუვენტუსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ზაგრების “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ივაილო პეტევი ჟურნალისტებს შეხვდა..

“მაქსიმალურად ვეცდებით, ტურინში ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.გუნდი კარგ ფორმაშია, ტრავმირებულები არ გვყავს, ბოლო ვარჯიშმა მშვენივრად ჩაიარა.სექტემბრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიღებთ მონაწილეობას და ფაქტია, რომ პროგრესი განვიცადეთ.გუნდში ხარისხი ამაღლდა, ფეხბურთელები მეტად გამოცდილები და თამამები გახდნენ.იუვენტუსის მიზანი ? – პირადად მე, ყოველთვის პირველობას ვამჯობინებ, ჩემთვის მეორე ადგილი არ არსებობს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.”

პრესს-კონფერენციაზე იმყოფებოდა “დინამოს” ნახევარმცველი, მარიო სიტუმი : “ვეთამაშებით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს, ტურინში, იქ, სადაც ქულის მოპოვებაც კი ყველას უჭირს.ხვალინდელი მატჩი დინამოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, გვაქვს შანსი ავიხდინოთ ოცნება და იუვენტუს სტედიუმზე ფრე ვითამაშოთ.ვეცდებით, ოთხშაბათს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.პიაცა ? – მარკოს კარგად ვიცნობ, მას შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.იმედია, ტრავმას მალე მოიშუშებს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გოლი არ გაიტანოთ თორე დაგახრჩობთ ჩამოვალ ხორვატიაჰი თან იუვეს მოგება მიდევს ისე რო გოლი არ უნდა გაუჰვას

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძია კაცო რად მიყურებ გაბრაზებით?

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x