ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი : “იგუაინს თავად შეუძლია მომენტი შექმნას და გაიტანოს”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა ტუტოსპორტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ნახევარდაცვის რომელ პოზიციაზე მომიწევს თამაში, რომაში მეცალად ხუთი წელი ვთამაშობდი და შესაბამისად, ამის გამოცდილებაც მაქვს.ფეხბურთელები და სამწვრთნელი შტაბი ადაპტაციის გავლაში მეხმარება, მაქსიმალურად ვიხარჯები, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.პრესა ხშირად მაკრიტიკებს, ვხედავ, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთელმა კრიტიკას მინდორზე უნდა გასცეს პასუხი, კარგი თამაშით.”

“ლიდერობა ? – რატომაც არა, ნახევარმცველს შეუძლია, გუნდი ათამაშოს.ნელ-ნელა ახალ გარემოს მეტად ვეგუები და ვთვლი, რომ ტურინი ჩემი სახლია.უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ, ვიბრძვით მხოლოდ ტიტულებისთვის და შესაბამისად, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.იგუაინი ? – არა მგონია, პიპიტას გოლის გასატანად ვინმეს დახმარება სჭირდებოდეს, მას შეუძლია თავად შეიქმნას მომენტი და გაიტანოს.მასთან თამაში დიდი პატივია, არგენტინელი ძალიან ძლიერია.”

წყარო : Football Italia

2 thoughts on “პიანიჩი : “იგუაინს თავად შეუძლია მომენტი შექმნას და გაიტანოს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.