ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა : “იუვენტუსში ლიგის მოსაგებად ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ისაუბრა..

“ცხოვრების რაღაც ეტაპზე უნდა შეჩერდე და შენს კარიერაზე იფიქრო, მადრიდის რეალში ხუთი საოცარი წელიწადი გავატარე, ნამდვილ პროფესიონალებთან ერთად, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ წასვლის დრო მოვიდა.28 წლის ასაკში ორი არჩევანი მქონდა, ან გამეხანგრძლივებინა კონტრაქტი მადრიდელებთან და კარიერის ბოლომდე იქ დავრჩენილიყავი, ან სხვა გამოცდილების მისაღებად დამეტოვებინა ესპანეთი.როცა იუვენტუსის წარმომადგენლებმა დამირეკეს, ბევრი არც მიფიქრია, ეს ხომ გუნდია უდიდესი ისტორიით და სწორი მენეჯმენტით.”

“იტალიაში შევხვდი ახალ კულტურას, სხვა ხალხს და უცხო ენას, თუმცა ამ ყველაფერს ალღო მალე ავუღე.ალეგრისთან ბევრჯერ მქონდა საუბარი და იგი მინდორზე ჩემს საყვარელ პოზიციაზე მათამაშებს, ამიტომაც არ ვნანობ, რომ კონტრაქტი იუვენტუსთან გავაფორმე.ლიგა ? – თუ სწორად მახსოვს, ტურინელებს იგი 1996 წლის შემდეგ არ მოუგიათ და აქ იმიტომ ვარ, რომ კლუბთან ერთად ამ ტიტულს დავეუფლო.მჯერა, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია ევროპის ნებისმიერ გრანდს გაუწიოს კონკურენცია და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.გასულ წელს ძალიან ახლოს ვიყავით 1/4 ფინალთან, ბავარიას ტოლსწორად ვეთამაშეთ, თუმცა არ გაგვიმართლა.არავინ იცის, რა მოხდებოდა, შემდეგ ეტაპზე იუვე რომ გასულიყო, შეცდომები წელს უნდა გამოვასწოროთ.”

“იუვენტუს სტედიუმი ? – პირველად იუვეს რიგებში სევილიას წინააღმდეგ ვითამაშე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საოცარი ატმოსფერო იყო, ეს ყველაფერი დამატებით სტიმულს გაძლევს.კარგად მახსოვს, ნაპოლისთან 0-0 იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში, უკანასკნელ წუთებში გულშემატკივრები ახმაურდნენ და გამარჯვების გოლი გავიტანეთ, ასე იყო ბავარიასთანაც, თითქოს წაგებული მატჩი გადავარჩინეთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

წარმატებები აბა ჰენ იცი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x