ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | სტროოტმანი “მილანთან” და “იუვენტუსთან” ვერ ითამაშებს

“რომას” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ სტროოტმანმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შედეგადაც იგი “მილანთან” და “იუვენტუსთან” შეხვედრებს გამოტოვებს..

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა “ლაციოს” კარში გატანილი გოლის შემდეგ დანილო კატალდის წყალი შეასხა და მოედანზე არეულობა გამოიწვია.სამსაჯო კომიტეტმა სტროოტმანის საქციელი დღეს განიხილა და ამის შედეგად, ფეხბურთელს ორ მატჩში აუკრძალა მონაწილეობის მიღება.მიმდინარე სეზონში კევინი ჯიალორისის ნახევარდაცვის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა და ბუნებრივია, რომაელებისთვის მისი არ ყოფნა ბიანკონერებთან სერიოზული დანაკლისი იქნება.

გარდა ამისა, შემდეგ ტურს დისკვალიფიკაციის გამო ზემოთნახსენები დანილო კატალდი, “ინტერის” მცველი კრისტიან ანსალდი, “კროტონეს” ორი მოთამაშე, ალეანდრო როზი და ლორენცო კრისეტიგი, “მილანელი” იურაი კუჩკა და ფლორენციელი ნენად ტომოვიჩი გამოტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი სენად ლულიჩზე, რომელმაც რომაული დერბის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანტონიო რუდიგერს.როგორც სჩანს, კალჩოს დისციპლინარული კომიტეტი რასისტული ფაქტის განხილვას ცალკე აპირებს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

თან კარგია თან ცუდი ძლიერ ჰემადგენლობით რო არის გუნდი იმასთან მოგებას უფრო აქ ფასი

Soni
Soni
8 years ago

Kargi pegburtelia travmebi ro ar qondes bevrad magari iqneboda mara iqneba tu ara Romas unda davaxiot burti tavze ar mainteresebs gundi ra pormashia)).alegri uechveli li unda mougo

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Soni

kargi ki ara dzaan nichieri iyo es seriozuli travma ro ar miego, პიანიჩზე მაღალ დონეს ახლაც თამაშობს ეს და რომაში რო დარჩენილიყო ზამენას გაახეხინებდა ))

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x