ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მზად ვართ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ”

ზაგრების “დინამოსთან” ჩატარებული შეხვედრა ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეაფასა..

“განსხვავებული სქემით ვითამაშეთ, მსურდა ნახევარდაცვაში ფეხბურთელის დამატებით თამაშის ტემპი მომემატებინა.მეორე ტაიმი უკეთესი იყო, რადგან დინამომ გაშვებული გოლის შემდეგ ოდნავ გახსნა თამაში, რაც მთავარია, მოვიგეთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით.მირალემ პიანიჩი ტრეკუარტისტას პოზიციაზე კარგად ასპარეზობს, მეტი სივრცე აქვს და ფორვარდებს პასებით ამარაგებს, ასე იყო ატალანტასთან მატჩშიც და დღესაც, იგი ალაგებს თამაშს.ხუან კუადრადოს სამმაგი სამუშაოს შესრულება უწევდა, დაცვაშიც, შუახაზშიც და ფლანგიდან შეტევაშიც, მისით კმაყოფილი ვარ.სწორედ ამ სისტემამ კალჩოში 12 მატჩი მოგვაგებინა, ვფიქრობ, ცუდად არ გამოვიყურებოდით.”

“კენჭყისყრა ? – ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი ბურთულა ამოვა კალათიდან, ანუ გამართლებაა.მზად ვართ ნებისმიერ გრანდს დავუპირისპირდეთ, არავის არ უნდა გვეშინოდეს.სატრანსფერო ფანჯარა ? – კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცდება, დონე კიდევ უფრო მაღლა ასწიოს.”

წყარო : Football Italia

4 thoughts on “ალეგრი : “მზად ვართ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ”

  1. არა, მასე წინასწარ შეკვეთა “ხუთით ნოლი” და ეგეთები არაა მიზანშეწონილი. ეს ფეხბურთია და ეს თამაშია, თამაშის მიმდინარეობა როგორც აჩვენებს იმის მიხედვით

  2. ალეგრი ერთი თხოვნა მექნება თუ ჰეგხვდა გერმანული გუნდი რო წაიყვანოთ ანგარჰი ხუთით ნოლი დაცვაჰი არ ჩადეთ რა სხვა ნიბისმიერ გუნდთან გაპატიებ მარა გერმანულ ფეხბურთს დაცვითი სტილით ვერ გააგდებ ტურნირიდან ამ ჰემთხვევაჰი ლიგიდან წარმატებები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.