“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ნახევარმცველის ძიებაშია
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია..
რაც უფრო ახლოვდება იანვრის სატრანსფერო ფანჯარა, ბიანკონერებს მით უფრო მეტ უფრო მეტ ნახევარმცველს უკავშირებენ.ყველაზე სასურველი კანდიდატურა “ზენიტის” ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელია, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსები იანვარში 6 მილიონიან შემოთავაზებას დათანხმდნენ, შესაბამისად, ზაფხულში ბელგიელი ტურინულ გრანდს უფასოდ შეუერთდება.
ვიტსელის ალტერნატივა სტევენ ნ’ზონზია, რომლის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, თუმცა ფრანგი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს.კორენტინ ტოლისო 40 მილიონი ევრო ღირს, ჯუზეპე მაროტა კი ამდენის დახარჯვას ზამთარში ნამდვილად არ აპირებს.
შესაბამისად, რჩება ფრენკ კესი, რომელიც “ატალანტაში” საოცარ სეზონს ატარებს.მასთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემთხვევაში ტურინელები ტომას რინკონის გაფორმებას შეეცდებიან, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 12 მილიონი ევროა.არ არის გამორიცხული, ამ ტრანსფერში ბრაზილიელი ერნანეშიც იქნას ჩართული.
ზაფხულჰი კი არა უკვე ზამთარჰია ჩვენი თუ აქვთ რუსებს ჭკუა