ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პირველი ადგილიდან გავიდა !

ტურინის “იუვენტუსმა” H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 12 დეკემბერს 1/8 ფინალში მოწინააღმდეგის ვინაობას გაიგებს..

ბიანკონერებმა ბოლო ტურში ზაგრების “დინამო” 2-0 დაამარცხეს და 14 ქულით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.12 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე ბიანკონერების მეტოქე გაირკვევა 1/8 ფინალში.გთავაზობთ იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებიც ბებერი ქალბატონის პოტენციური მეტოქეები არიან..

პირველადგილოსნები : “არსენალი”, “ნაპოლი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო,” “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ლესტერი” და იუვენტუსი

მეორეადგილოსნები : “პსჟ”, “ბენფიკა”, “სიტი”, “ბავარია”, “ლევერკუზენი”, “რეალი”, “პორტო”, “სევილია” ( ანდალუსიელები ტურინელებს ვერ შეხვდებიან )

აღსანიშნავია, რომ “არსენალი” 1/8 ფინალში ვერ შეხვდება თავის ჯგუფში მყოფ “პსჟს” და ინგლისურ მანჩესტერ “სიტის”, “ნაპოლი” “ბენფიკას” გარდა შესაძლოა ნებისმიერ გუნდს შეხვდეს, “ბარსელონა” ვერ შეხვდება “სიტის”, მადრიდის “რეალს” და “სევილიას”, “ატლეტიკო” ბავარიას”, “რეალს” და “სევილიას”, “მონაკო” “ლევერკუზენს”, “დორტმუნდი” “რეალს”, “ბავარიას” და “ლევერკუზენს”, “ლესტერი” “პორტოს” და “სიტის”, “იუვენტუსი” კი მხოლოდ “სევილიასთან” შეხვედრისგანაა დაზღვეული.

7 thoughts on ““იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პირველი ადგილიდან გავიდა !

  1. არვიცი თქვენი მარა მე ზუსტად ვიცი თუ რეალი ჰეგხვდა მეოთხედ ფინალჰი თავისუფლად გავალთ

  2. ბავარიას გარდა ნებისმიერი,ბავარია მაინც ეხლა არ გვინდა ვერ არის იუვე მთლად ფორმაში,აი 1/4 ფინალში იყოს ჯობია

  3. არ მინდა მაინცდამაინც რეალთან, ბავარიასთან ან სიტისთან დაჯახება, 1/8 ფინალში ლევერკუზენი ან პორტო იდეალური ვარიანტი იქნება, მერე რო გახურდება პლეიოფები ბუნებრივია იქნება ძლიერ გუნდებთან ჯახიც ))

  4. პორტუგალიური კლუბები დასუსტნენ ბოლო წლებთან შედარებით. ლევერკუზენი საუკეთესო ვარიანტი იქნება 1/8 ფინალში. სიტი მაინც სიტია, სუსტ გუნდად რჩება, მაგრამ გუარდიოლასთან დაპირისპირება არ მინდა, ძლიერი მწვრთნელია. ნებისმიერი მეორე ადგილოსანის დამარცხება შეგვიძლია, არც ერთი იქნება ჩვენთან ფავორიტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.