ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იარნი : “იუვენტუსთან შეხვედრა არავის არ სურს”

ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, რობერტ იარნი დარწმნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბიანკონერებთან თამაში არცერთ გუნდს არ სურს..

“ამ მომენტისთვის იუვენტუსი ძალიან ძლიერია, ტურინელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და ვფიქრობ, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ფავორიტებად ჩაითვლებიან.ალეგრი გამოცდილი მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია ყველა გააოცოს, მთავარია, როგორ შეასრულებენ მის დავალებას ფეხბურთელები.რაც შეეხება ტურინულ დერბის, შავ-თეთრებისკენ ვიხრები, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ჩემპიონატის ბოლომდე იუვე კონცენტრირებული იქნება, ისინი სკუდეტოს მოიგებენ.”

“ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი გუნდები არიან თავმოყრილნი, თუმცა მეეჭვება, რომელიმეს იუვესთან თამაში სურდეს.ბებერი ქალბატონის მთავარი პლიუსი დაცვაა, ისინი ძალიან ცოტა გოლს უშვებენ, სამაგიეროდ კი ბევრი გააქვთ.გონსალო იგუაინის დამატების შემდეგ მათი შეტევა გაცილებით მრისხანედ გამოიყურება.იმედი მაქვს, იუვენტუსი ლიგაზე რაც შეიძლება შორს გავა, ამ გუნდთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს.”

“საუკეთესო თანაგუნდელი ? – ძალიან ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელთან მითამაშია, თუ ერთის დასახელებას მთხოვთ, იუვენტუსში რობერტო ბაჯოს გავიხსენებ, მასთან ერთად კი ზეედორფს, რონალდოსა და რაულს, ეს უკვე მადრიდის რეალში.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona 73
maradona 73
7 years ago

ტელემანსზე მიდის ბაზარი, ანდერლეხტმა 25 ლიმონად მოგცემთო, მაგარი ბიჭია ნაღდად ღირს მაგის ყიდვა.

Qwert
7 years ago

ხვალ უეჩველი ვიგებთ 1-3 ტაიმბოლო x/2 ;)

მაქს
მაქს
7 years ago

ალეგრი გავუშვათ, არაა იუვეს დონის :chuvak: :chuvak:

maradona 73
maradona 73
7 years ago

ბიჭებო, ფრაიბურგში რომაა ნახევარმცველი ვიჩნეცო გრიფო ( 23 წლის იტალიელი) საოცარი შედეგიანობით გამოირჩევა წინა სეზონში 14 გოლი გაუტანია, წელსაც 3 გოლი და 4 ასისტი აქვს. ცენტრშიც თამაშობს და ფლანზეც.

რაღა ვიღაცეებს ვეძებთ დიდ ფასში და მაინც არგამოგვდის, აგერაა ბუნდესლიგაში ნათამაშები პესპექტიული ფეხბურთელი, ჰა-ჰა 15 ლიმონი დაგვიჯდეს. რატომ არ ისმის ამაზე არაფერი?

maradona 73
maradona 73
7 years ago
Reply to  maradona 73

სტურაროს აღარ აჯობებს კაცო? :lool:

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

მგონი რაღაცას უნდა ნიშნავდეს რომ იუვესთანშეხვედრა არავის არ უნდა

დელ პიერო
დელ პიერო
7 years ago

ki dzmao eg bevrs nishnavs ertia rogor asparezobs chempionatshi da meorea liga sadac juve bevra gaamwarebs :chuvak: :juvee:

დელ პიერო
დელ პიერო
7 years ago

aba raa iasnia rom chventan shexvedras aravin ar moisurvebs juve upro moumatebs rac upro miuaxlovdeba finals mimachnia rom gavalt finalshi tu msajebma ise ar gagvwires rogorc es bayerntan moxda me bolomde mjera chemi gundis :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x