ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩემპიონთა ლიგაზე 2018/19 წლების სეზონიდან ცვლილებები იგეგმება

2018-19 წლის სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის წესდებაში გარკვეული ცვლილებები შევა..

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ოთხი წამყვანი ჩემპიონატის ტოპ ოთხი გუნდი ყოველგვარი შესარჩევი ეტაპის გარეშე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.როგორც ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, ეს ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ ყველაზე პრესტიჟულ ტურნიზე უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, იგი თამაშების დაწყების დროს ეხება.თუ აქამდე ჩემპიონთა ლიგის მატჩები თბილისის დროით 22:45 ან 23:45 სთ-ზე იწყებოდა, მომავალი 2018 წლიდან ორი შეხვედრა გაიმართება ჩვენი დროით 21:00 სთ-ზე, ექვსი მატჩი კი 23:00 სთ-ზე, ევროპაში დროის გადაწევის შემდეგ, ბუნებრივია, 22:00 სთ-ზე და 00:00 სთ-ზე.

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი უკვე კარგა ხანია გამოიყენება ევროპის ლიგაზე.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

ქაია :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

forza bianconeri
7 years ago

სწორი ცვლილებებია :up:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x