მიჰაილოვიჩი : “იუვენტუსს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია”
“ტორინოს” მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი “იუვენტუსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა..
“ხვალინდელ მატჩში იუვენტუსი დაუპირისპირდება არა მხოლოდ თერთმეტ მოთამაშეს, არამედ მთლიანად ამ გუნდის ისტორიას, გულშემატკივრებს და ადამიანებს, რომლებიც ტორინოში მუშაობენ.არ ვიცი, როგორ დასრულდება დერბი, თუმცა მინდა ჩემმა შეგირდებმა ისეთი მატჩი ჩაატარონ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მინდორი თავაწეულებმა დავტოვოთ.”
“იუვენტუსი იტალიაში საუკეთესო გუნდია, ეს ყველამ კარგად იცის, მათ ჰყავთ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან.მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, მოტივაცია არცერთი წამით არ უნდა დავკარგოთ.ბებერი ქალბატონისთვის ხვალინდელი დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად იქნებიან ზეწოლის ქვეშ.”
“როგორც ჯამპიერო ბონიპერტიმ თქვა, ერთადერთი, რაც ფეხბურთში ფასობს, გამარჯვებაა.სწორედ ამ დევიზით ვცხოვრობ, ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გასახდელში და მოთამაშეებს მეტი მონდომებისკენ მოვუწოდებ.იუვეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი არ გვეშინია.ტურინში დერბით ცხოვრობენ, ნებისმიერი გუნდი სამი ქულისთვის იბრძოლებს.”
ჰენ არ გეჰინა არც ჩვენ გვეჰინია მითუმეტეს როცა ვიცა რაც არ უნდა ითამაჰოთ თამაჰს არ წავაგებთ და პლიუს ამას ვალ რომა ან მილანი რომელი მაინც მოიმტვრეს კისერს ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს ხვდებიან და თუ ვინმემ უნდა მოიგოს იყოს მილანი რადგან ძველ მეტოქესთან დუელი უფრო სასიამოვნო ვიდრე რომასთან
მიხაილოვიჩის ჟირკა რომ მისცა ალეგრის მოტივაციის პრობლემა არ ექნებოდა გუნდს, ერთერთი რაც არ მომწონს ამ მწვრთენლში ეგაა და კიდე მეორე ცვლილებების გაკეთება