ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ტორინო იოლად არაფერს დათმობს”

“ტორინოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება, გამოცდილება აჯობებს თუ ახალგაზრდული მონდომება.ტორინო იტალიაში გამორჩეული გუნდია, მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ბევრ გოლს იტანენ, განსაკუთრებით ადემ ლიაიჩს, იაგო ფალკეს და ანდრეა ბელოტის გამოვყოფდი.ჯენოასთან მარცხი გასულ სეზონში კარპისთან მატჩს მახსენებს, იმ თამაშშიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომები მრავლად დავუშვით.იტალიაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ორთაბრძოლას მოიგებ მინდორზე, დერბიში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.”

“გუშინ ვინოვოს ბაზაზე გულშემატკივრები გვეწვივნენ, მიხარია, რომ ტიფოზერია ჩვენს გვერდით დგას, მით უმეტეს ასეთი მატჩის წინ.ტორინო შესანიშნავ სეზონს ატარებს და დარწმუნებული ვარ, ისინი იოლად არაფერს დათმობენ.სინიშა მიჰაილოვიჩი გამოცდილი მწვრთნელია და მან კარგად იცის, როგორ დაგვიპირისპირდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის უფრო რთული იქნება.”

“რაც შეეხება ტრავმებს, ლაზარეთში რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ კიდევ რჩება.დიბალა სრულად გამოჯანმრთელდა და ხვალ უნდა გადავწყვიტო, ვათამაშებ თუ არა.ანდრეა ბარძალიზეც მინდა ვთქვა, მისი მხარი კარგ მდგომარეობაშია და იმედი მაქვს, მომავალ კვირაში უკვე განაცხადში იხილავთ.ტაქტიკა ? – სავარაუდოდ, ოთხი მცველით ვითამაშებთ, ტორინოს სამი წინახაზელი ჰყავს და ჯერ კიდევ ვფიქრობ, იქნებ რაიმე შევცვალო.”

“ლიხტშტაინერი ? – იგი ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა.შვეიცარიელი აუცილებლად იქნება ძირითად შემადგენლობაში.ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ შიდა ჩემპიონატში მოტივაციის პრობლემა გვექმნება, იმედი მაქვს, ხვალ იგივე არ განმეორდება.”

“სტროოტმანის დისკვალიფიკაცია ? – ჩვენთვის სტროოტმანის დაბრუნება არაფერს ცვლის, რომასთან მინდორზე მოსაგებად გავალთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ალეგრი დიბალა თავიდანვე ათამაჰე თუ ჰეუძლია

VIKING
VIKING
7 years ago

ნელ-ნელა 4-მცველიან სქემაზე გადადის, ვითომ, ალეგრი?

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x