ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “ჩემპიონთა ლიგის სანაცვლოდ დერბიში მარცხს შევეგუებოდი”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ მოახლოვებულ დერბი დელა მოლეზე ისაუბრა..

“ყველაზე კარგად მახსოვს მეორე სკუდეტოს წელს გამართული დერბი დელა მოლე, რომელიც 3-0 მოვიგეთ, ის ჩემთვის პირველი საშინაო დერბი იყო.გოლის აღნიშვნა ? – ენცო მარესკას თავისი შეხედულებები ჰქონდა და ისე აღნიშნა, როგორც სურდა, გააჩნია სიტუაციას, ერთია როცა გაგაქვს დაძაბულ მატჩში და მეორეა, როცა გამანადგურებელ ანგარიშს კიდევ უფრო ზრდი.ტორინო იმით გამოირჩევა, რომ ისინი არასოდეს ნებდებიან, შეიძლება ფავორიტები ვართ, მაგრამ გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები მინდორზე.”

“ამჟამინდელი შემადგენლობიდან იაგო ფალკეს, ადემ ლიაიჩს და ანდრეა ბელოტის გამოვყოფდი, ეს უკანასკნელი უმაღლესი დონის ფორვარდია.ასევე დანიელე ბაზელის და მარკო ბენასის თამაში მომწონს.სინიშა მიჰაილოვიჩის ხასიათი ზუსტად შეესაბამება გუნდის ხასიათს, მუდამ მებრძოლი, მაქსიმალისტი მწვრთნელი.ვფიქრობ, ხვალინდელ დაპირისპირებაში მთავარი ბრძოლა ჯორჯო კიელინისა და ბელოტის შორის გაიმართება.”

“დერბის წაგება და ჩემპიონთა ლიგის მოგება ? – როცა იუვენტუსთან ბოლო კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მთავარ მიზნად ლიგის მოგება დავისახე, მინდა შავ-თეთრი მაისურით ეს ნანატრი ჯილდო მოვიპოვო, შესაბამისად, დერბიში მარცხს ტიტულის სანაცვლოდ შევეგუებოდი.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x